,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.154.016451
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2021 წლის 28 სექტემბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.

„თიანეთის მუნიციპალტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №41 დადგენილებით (ვებგვერდი, 12/01/2018, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.154,016331) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი:

„თავი VIII

თიანეთის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას

მუხლი 33. თიანეთის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება🔗

1. თიანეთის მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის:  სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

სახელი;

გვარი;

პირადი ნომერი;

დაბადების თარიღი

სქესი;

მოქალაქეობა;

ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ფოტოსურათი;

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. თიანეთის მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის თიანეთის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“

მუხლი 2.🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი