„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №481 |
|
2021 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები არ განახორციელებენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს 2021 წლის 4 ოქტომბრამდე, ხოლო 2021 წლის 4 ოქტომბრიდან აღნიშნული დაწესებულებები სრულად აღადგენენ სააღმზრდელო/სასწავლო პროცესს.“.
2. 23 და 24 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, კლინიკური სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისას პერსონალი და სტუდენტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) სრულად ვაქცინირებულია;
ბ) უზრუნველყოფს უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;
გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
24. 2021 წლის 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში;
ბ) პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.09.2021.
- როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №481. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.023037.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №481, 30.09.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023037 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5263542/