„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება N01-395/ო

2021 წლის  2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №37 დანართის („ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებების თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

o ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;

o მოსწავლე უზრუნველყავით პირბადით;

o სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

o სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;

o სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.“.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი                   ეკატერინე ტიკარაძე