„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №489 |
|
2021 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:
„12. პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება ჰქონდათ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ა1“, „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა, რადგან გადარიცხვის პერიოდში ვერ აკმაყოფილებდნენ ამ პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობას, მიუღებელი კომპენსაცია გადაერიცხოთ არა უგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა, იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ ამავე პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობებს.
13. პირებმა, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის უფლება ჰქონდათ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ა1“, „ა2“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად და ამავე დროს აკმაყოფილებდნენ ამავე პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების წინაპირობას, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის კომპენსაციის გადარიცხვა არასწორად წარდგენილი პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების გამო, კომპენსაციის მიღების მიზნით განახლებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები დასაქმების სააგენტოში უნდა წარადგინონ 2021 წლის 15 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირებზე კომპენსაციის გადარიცხვა განახლებულ პირად საბანკო ანგარიშებზე უნდა განხორციელდეს 2021 წლის 30 ოქტომბრამდე. ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადებები განახლებული საბანკო ანგარიშების თაობაზე განხილვას არ ექვემდებარება.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:
„23. პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის გაცემის საბოლოო ვადა არის 2021 წლის 30 ნოემბერი. ვადების ამოწურვის შემდეგ კომპენსაციის მიმღები პირის მიერ წარდგენილი განცხადება, ასევე დამსაქმებლის მიერ წარდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია განხილვას არ ექვემდებარება.“.
3. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
„მუხლი 4. გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია
1. ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული კომპენსაცია, რომელთა გადარიცხვის შემდგომ დაზუსტდა კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაცია და დაზუსტების შედეგად დადგინდა, რომ ვეღარ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ წინაპირობებს, ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. არ დაიწყოს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები საქმეებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება დანაშაულებრივი გზით კომპენსაციის მიღების დადგენის შემთხვევებზე.“.
|