„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №10 |
|
2021 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.“;
2. მე-20 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წერითი ან/და ზეპირი დავალების შინაარსს, შეფასების კრიტერიუმებს, მაქსიმალურ და გამსვლელ ქულას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი. წერითი ან/და ზეპირი დავალების მაქსიმალური და გამსვლელი ქულების შესახებ ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში. სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე განსაზღვრავს გასაუბრებაზე კანდიდატების შეფასების წესსა და კრიტერიუმებს, ასევე მაქსიმალურ და გამსვლელ ქულებს, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.“;
ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორმა შესაძლებელია შეცვალოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გამსვლელი ქულა, რის თაობაზეც კანდიდატს ეცნობება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული შესაძლებლობის თაობაზე მითითებული უნდა იყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გასაუბრებაზე კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც დგება გასაუბრებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საკონკურსო კომისიამ შესაძლებელია გაითვალისწინოს პიროვნების საკვლევი ტესტის შედეგები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შეარჩიოს სარეზერვო კანდიდატები არაუმეტეს გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის სამმაგი ოდენობით. აღნიშნული რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს თანაბარქულიანი კონკურსანტების რაოდენობის გათვალისწინებით.“;
3. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონკურსო კომისია, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. სტაჟიორ-გამომძიებელთა კონკურსის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია სახელმწიფო ინსპექტორს ასევე წარუდგენს ამ წესის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სარეზერვო კანდიდატთა სიას, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.“;
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონკურსო კომისიის მიერ, ხოლო ამ წესის 261 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორი.“;
5. 26-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 261. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატები
1. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატი სტაჟიორ-გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატი უარს განაცხადებს თანამდებობაზე დანიშვნაზე ან სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას;
ბ) სტაჟიორ-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშნულ პირს ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად ვადაზე ადრე შეუწყდება სტაჟირება;
გ) შერჩეული სტაჟიორ-გამომძიებლების მიერ სტაჟირების გავლის პროცესში გაიზრდება სტაჟიორ-გამომძიებელთა საშტატო ერთეულების რაოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, უფლებამოსილია სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრების გზით შეარჩიოს და სახელმწიფო ინსპექტორს წარუდგინოს საუკეთესო კანდიდატი. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატებთან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაესწროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელიც.
3. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატად პირი ირიცხება 1 წლის ვადით.
4. სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების აღრიცხვას უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული სტაჟიორ-გამომძიებელთა სარეზერვო კანდიდატების არსებობა არ შეიძლება გახდეს სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შემაფერხებელი გარემოება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2021.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.10.2021. მიმღები ორგანო — სახელმწიფო ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 080240000.72.084.016036.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 26 სექტემბრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №10, 07.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5266086/