მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 07.10.2021
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,333 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
ახალგაზრდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  18-დან - 29 წლის ჩათვლით პირი
მუხლი 2
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია
საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (არ მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ უცხოური საწარმოების ფილიალებს)
მუხლი 2
დონორი
ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო, საერთაშორისო პროგრამა, ბიზნესი, ადგილობრივი ორგანიზაცია ან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ორგანიზაცია
მუხლი 2
თანადაფინანსება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ინიციატივების თანადაფინანსება (არაუმეტეს 50%)
მუხლი 2
ახალგაზრდული იდეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინიციატივა/იდია (არაუმეტეს 3000.0 ლარისა)
მუხლი 2
საინიციატივო ჯგუფი
მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  18-დან - 29 წლის ჩათვლით პირების (არანკლებ 3 წევრი) მიერ ახალგაზრდული იდეების ფარგლებში პროექტის წარდგენისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი
მუხლი 2
პროგრამა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ პროგრამა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.07.2024 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 05.04.2021 დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 0504) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 21.05.2021 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 10.04.2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 12.02.2019

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2021 წლის 7 ოქტომბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ,,ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ე“ პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №78 განკარგულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი 1 ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ,,ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო და ადგილობრივი დაფინანსების (გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდა (30 წლამდე) ინიციატორთა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) და ახალგაზრდული იდეების (არაუმეტეს 3000.0 ლარისა) მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელების პროცედურებს და პირობებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში. 2. ამ წესის შესაბამისად, ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ კომისიას (შემდგომში – კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი. 3. პროგრამის განმახორციელებელია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალგაზრდა – მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  18-დან - 29 წლის ჩათვლით პირი; ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, (არ მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ უცხოური საწარმოების ფილიალებს); გ) დონორი – ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო, საერთაშორისო პროგრამა, ბიზნესი, ადგილობრივი ორგანიზაცია ან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ორგანიზაცია; დ) თანადაფინანსება – მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ინიციატივების თანადაფინანსება (არაუმეტეს 50%); ე) ახალგაზრდული იდეები – მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ინიციატივა/იდია (არაუმეტეს 3000.0 ლარისა); ვ) საინიციატივო ჯგუფი – მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  18-დან - 29 წლის ჩათვლით პირების (არანკლებ 3 წევრი) მიერ ახალგაზრდული იდეების ფარგლებში პროექტის წარდგენისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი; ზ) პროგრამა – მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ პროგრამა. მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანია პროგრამის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ახალგაზრდა (30 წლამდე) პირების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება. მუხლი 4🔗. თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები 1. ამ წესის შესაბამისად თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები), რომელმაც მოიპოვა პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონორის“ მიერ; ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ,,დონორის“ დაფინანსებით მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამის პროექტს. 2. თანადაფინანსების მოთხოვნით წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს ,,დონორის“ მიერ დაფინანსებული და მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას: ა) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ღონისძიების ორგანიზება; ბ) არაფორმალური განათლება (ტრენინგი/სემინარი); გ) საერთაშორისო და ადგილობრივი გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; დ) მეწარმეობის მხარდაჭერა; ე) ინოვაციური იდეის მხარდაჭერა; ვ) სოციალურ სფეროში განხორციელებული აქტივობა; ზ) ინტეგრაციის ხელშეწყობა; თ) გენდერული საკითხები; ი) ჯანდაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი; კ) ინფრასტრუქტურის განვითარება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება გამონაკლისი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - მარნეულის მუნიციპალიტეტი. მუხლი 5🔗. ახალგაზრდული იდეების წარმომდგენი სუბიექტები 1. ამ წესის შესაბამისად ახალგაზრდული იდეების ფარგლებში პროექტის წარმომდგენი სუბიექტები არიან: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე(ები), რომელსაც არ აქვს მოპოვებული პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამისი დაფინანსება ,,დონორის“ მიერ; ბ) ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ამ პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროექტების მიზნის შესაბამის პროექტს. გ) მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 დან - 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი. 2. ახალგაზრდული იდეების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას: ა) მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება; ბ) ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; დ) გარემოს დაცვა; ე) სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება გამონაკლისი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - მარნეულის მუნიციპალიტეტი. მუხლი 6🔗. საპროექტო განაცხადების წარდგენა 1. დაფინანსების მიღებად ან/და პროექტის განსახორციელებლად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი. 2. თანადაფინანსების მოპოვების მიზნით, საპროექტო განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 30 წლამდე მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში: ა.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.ბ) დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია. ა.გ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ; ბ) ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში: ბ.ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელის/დირექტორის მიმართვისას, ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრიდან და პირადობის მოწმობის ასლი; ბ.ბ) ორგანიზაციის წარმომადგენლის შემთხვევაში, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ირგანიზაციის მიერ) და პირადობის მოწმობის ასლი; ბ.დ) პროექტის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3. ახალგაზრდული იდეის განხორციელების მიზნით, საპროექტო განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 30 წლამდე მოქალაქის მიმართვის შემთხვევაში: ა.ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ა.ბ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ; ბ) ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში: ბ.ა) ორგანიზაციის ხელმძღვანელის/დირექტორის მიმართვისას, ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეესტრიდან და პირადობის მოწმობის ასლი; ბ.ბ) ორგანიზაციის წარმომადგენლის შემთხვევაში, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ირგანიზაციის მიერ) და პირადობის მოწმობის ასლი; გ) საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში: გ.ა) საინიციატივო ჯგუფის წევრების ერთობლივი განცხადება და პირადობების მოწმობების ასლები; გ.ბ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ; 4. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთოხვნებს ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს. 5. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწირებლობის შემთხვევაში საპრექტო განაცხადი არ განიხილება. 6. საპროექტო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 7🔗. საპროექტო განაცხადის განხილვა, თანადაფინანსება და განხორციელება 1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უზგავნის კომისიას. 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამი ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05 03) ფარგლებში გათვალისწინებულია ინიციატივების თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით და ახალგაზრდული იდეის განხორციელება არაუმეტეს 3000.0 (სამიათასი) ლარის ოდენობით. 3. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი. 4. ახალგაზრდული იდეის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული თანხის ოდენობით წარმოდგენილი საპროექტო განაცხადის დაკმაყოფილებისას მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ან/და პროექტი მხარდაჭერილი იქნება მატერიალურად. 5. კომისიის მიერ საპროექტო განაცხადის დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია საპროექტო განაცხადის დაფინანსების და ახალგაზრდული იდეის განხორციელების შესახებ (თანხის ოდენობის მითითებით) რეკომენდაციით მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტს მერს. 6. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება განმცხადებელს. 7. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ. 8. კომისია უფლებამოსილია კონკრეტული პროექტის დაფინანსების განხილვისას დაადგინოს მისი მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმი. 9. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროექტის დაფინანსების/განხორციელების შესახებ (პროგრამიდან თანხის გამოყოფა) ან/და კომისიას საკითხთს დაუბრუნებს უკან შენიშნვების მითითებით. მუხლი 8🔗. დაფინანსებისათვის თანხის გაცემა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05 03) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის დაფინანსებისათვის თანხის გაცემას ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 9🔗. ხელშეკრულების დადება 1. სამსახურისა და პროეტქის წარმომდგენ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში - ბრძანება) გამოცემა. 3. ხელშეკრულების დადების, შეჩერების, შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. კონტროლის განხორციელება ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის მიერ წინასწარგანსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით და ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით.