📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 07.10.2021
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/10/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,039 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 01.05.2023 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა” (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 09.02.2021 ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დამსახურებული მასწავლებლის, სტუდენტი დედების, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 08.12.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 08.01.2026 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 27.08.2015

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2021 წლის 7 ოქტომბერი ქ. მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარებისა და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილისა და „მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №78 განკარგულების შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყიფლი ასიგნებებიდან ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესის დამტკიცების შესაბებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №18 დადგენილება (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 10/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.159.016423). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე დანართი 1 მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მზგავრობის ხარჯებით დახმარების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, დახმარების მიმღებ პირთა კატეგორიას და დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას. 2. სტუდენტის დაფინანსება განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში 10 (ათი) თვე (გარდა ივლისის და აგვისტოს თვისა). მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მგზავრობის ხარჯების დაფინანსების გაცემის გზით, სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება და დახმარება,  რომლებიც სასწავლებელში გადაადგილებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან. მუხლი 3🔗. პროგრამით მოსარგებლენი 1. პროგრამით ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს (აკრედიტირებულ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2. წესით ვერ ისარგებლებს: ა) ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელები; ბ) პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი, რომელსაც პროგრამით სარგებლობა სურს მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე; მუხლი 4🔗. კრიტერიუმები და პირობები სტუდენტის დაფინანსებისათვის 1. წინამდებარე წესის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე უაკანასკნელი 1 წლის განმავლობაში უწყვეტად არის რეგისტრირებული და ცხოვრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – მარნეულის მუნიციპალიტეტი. 3. მგზავრობის ხარჯებით დახმარება გაეწევა: ა) სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე); ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს; გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში); დ) პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A,B,C – აკადემიური ქულების მქონე): დ.ა) დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტს; დ.ბ) ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტს; დ.გ) ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს; დ.დ) ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს; დ.ე) ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტს; დ.ვ) ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს; დ.ზ) მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს; ე) იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს; ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს (არანაკლებ 3  არასრულწოვანი 18 წლამდე შვილი); ზ) სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია; თ) ვეტერანის შვილ სტუდენტს; ი) უდედმამო სტუდენტს. მუხლი 5🔗. დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია 1. დაფინანსების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემებით) რეგისტრაციის ადგილის შესახებ; ე) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 1 წლის  პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ვ) საბანკო რეკვიზიტები. 2. სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო ქულის მქონე): ა.ა) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სარეინტიგო ქულების მითითებით. ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა: ბ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში): გ.ა) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ. დ) პედაგოგიკის სტუდენტმა: დ.ა) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან A,B,C - აკადემიური ქულებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ. ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა: ე.ა) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 3 არასრუწლობანი 18 წლამდე შვილი): ვ.ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და ბავშვების მშობელთან/მშობლებთან ერთად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ვ.ბ) მშობლის/მშობლების პირადობ(ებ)ის მოწმობის ასლ(ებ)ი; ვ.გ) დედმამიშვილების დაბადების მოწმობების ასლები; ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია: ზ.ა) დედმაშვილების შესახებ, სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის ადგილის შესახებ; ზ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ზ.გ) მშობლის/მშობლების პირადობ(ებ)ის მოწმობის ასლ(ებ)ი; ზ.დ) დედმამიშვილების დაბადების და საქართველოს პირადობის მოწმობების ასლები; ზ.ე) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა): თ.ა) მშობლის საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი; თ.ბ) მშობლის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; თ.გ) დაბადების მოწმობის ასლი; ი) უდედმამო სტუდენტმა: ი.ა) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები; ი.ბ) დაბადების მოწმობის ასლი. 3. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტმა, ყოველი სემესტრის დამთავრების შემდგომ უნდა წარმოადგინოს: ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო ქულის მქონე): ა.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ა.ბ) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სარეინტიგო ქულების მითითებით; ა.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა: ბ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ბ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში): გ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; გ.ბ) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ. გ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. დ) პედაგოგიკის სტუდენტმა: დ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; დ.ბ) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან A,B,C - აკადემიური ქულებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ. დ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა: ე.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ე.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 3 არასრუწლოვანი 18 შვილი); ვ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ვ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია; ზ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ზ.ბ) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები (დედნები) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ზ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა): თ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; თ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. ი) უდედმამო სტუდენტმა: ი.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ი.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. მუხლი 6🔗. განცხადების განხილვის წესი  და სტუდენტთა სიის დამტკიცება 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სახელზე შემოსული განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტურქტურული ერთეული - ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური), რომელიც შემოწმების შედეგების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. 2. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთოხვნებს ან/და არ არის წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს. 3. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განცხადების არ დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, განმცხადებელს ეცნობება წერილობით. 4. განცხადების სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური ადგენს დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას, რომელსაც  დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 5. დასაფინანსებელ სტუდენტთა სია მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (შემდგომში – ბრძანება). 6. დასაფინანსებელ სტუდენტთა სიაში ცვლილებების შეტანის ინიცირებას ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამსახური. 7. სამსახური უფლებამოსილია, სტუდენტთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და მის დაქვემდებარებულ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან. ასევე გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანიზაციებიდამ და უწყბებებიდან. მუხლი 7🔗. დაფინანსების წესი 1. სტუდენტის დაფინანსება განხორციელდება წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტზე, კალენდარული წლის განმავლობაში 10 თვე (გარდა ივლისისა და აგვისტოს თვეებისა). 2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშსზე თანხის ჩარიცხვას თვეში ერთხელ. 3. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტს დახმარება შეუწყდება, თუ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. 4. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტს დახმარება შეუჩერდება: ა) სახელმწიფოში შექმნილი ისეთი მდგომარეობის გამო (მაგ: ეპიდემია, სტიქიური უბედურება, ომი, კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა და ა.შ), რაც გამორიცხავს სტუდენტის მიერ წინამდებარე პროგრამით სარგებლობას; ბ) საგანმანათლებო დაწესებულებაში სწავლის პროცესის დისტანციური წესით მიმდინარეობისას. 5. იმ შემთხვევაში თუ საგანმანათლებო დაწესებულებაში სწავლის პროცესი მიმდინარეობის დასწრების საფუძველზე, დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში დამატებით უნდა იქნას მითითებული სწავლის მიმდინარეობის ფორმის შესახებ. დანართი 2 მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი (შემდგომში - წესი), განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სტუდენტების წახალისების პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, თანხის მიმღებ პირთა კატეგორიას და დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას. სტუდენტისათვის ფულადის ჯილდოს გადაცემა განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან, ყოველი წლის დასასრულს ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება, ერთჯერადად ფულადი ჯილდოს გადაცემის გზით. მუხლი 3🔗. პროგრამით მოსარგებლენი პროგრამით ისარგებლებს სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე  და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს (აკრედიტირებულ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამით ვერ ისარგებლებს: ა) ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელი; ბ) პირველი სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი. მუხლი 4🔗. კრიტერიუმები და პირობები სუდენტის დაფინანსებისათვის წინამდებარე წესის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის ჯილდო გადაეცემა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 95 ქულიანი შეფასება ყველა საგანში), რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებს 1 წლის განმავლობაში უწყვეტად არის რეგისტრირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - მარნეულის მუნიციპალიტეტი. მუხლი 5🔗. დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია სტუდენტმა ჯილდოს მიღების მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი; გ) სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემით) რეგისტრაციის  ადგილის შესახებ; დ) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით; ე) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა წლის) და სემესტრში გავლილი საგნების შესახებ. ვ) იძულებით გადაადგილებულა (დევნილი) პირმა - დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ზ) საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 6🔗. განცხადების განხილვის წესი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სახელზე შემოსული განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტურქტურული ერთეული - ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური), რომელიც შემოწმების შედეგების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთოხვნებს ან/და არ არის წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარულ დღეს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწირებლობის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. ჯილდოს გაცემაზე უარის გადაწყვეტილებ, განმცხადებელს ეცნობება სამსახურის წერილით. სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (შემდგომში - ბრძანება). მუხლი 7🔗. დაფინანსების წესი სტუდენტისათვის ჯილდოს გადაცემა განხორციელდება წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტზე კალენდარული წლის დეკემბრის თვეში.