„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №74 |
|
2021 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 67-ე მუხლი:
„მუხლი 67. თადარიგის მოწმობა მიუხედავად მისი სტრუქტურული დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს, რომელსაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2016 წლის პირველი სექტემბრიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად, ეძლევა შესაბამისი მოწმობა, სადაც სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „თადარიგის.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|