“დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.948
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №324/ნ
2001 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
“დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და “დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 22 თებერვლის №63 ბრძანებულების შესაბამისად, დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:
1. “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანების მე-3 დანართი (დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
დანართი
დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საკონკურსო თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურში ქვემოთ ჩამოთვლილი საკონკურსო თანამდებობის დაკავების უფლება აქვს:
|
1. | სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი | ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი,- ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
| 2.
| სტატისტიკური ანგარიშგებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე
| ა) უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. |
|
3. | შრომის ბაზრის ანალიზის განყოფილების უფროსი
| ა) უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან სოციოლოგი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. |
|
4. | პროგრამების სამმართველოს უფროსი
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
|
5. | პროგრამების სამმართველოს უფროსის მოადგილე
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ)ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. |
|
6. | შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსი
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე, - პირი ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 170-ს. |
|
7. | შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე
| ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის სულ მცირე სამი წლის გამოცდილება, ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 160-ს. |
|
8. | იურიდიული განყოფილების უფროსი
| უმაღლესი განათლების იურისტი - სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის ერთი წლის სტაჟით, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. |
|
9. | იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი
| უმაღლესი განათლების იურისტი - სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის ერთი წლის სტაჟით, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს. |
| 10.
| აფხაზეთის, აჭარის დასაქმების სამსახურის უფროსი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 150-ს. |
|
11. | რაიონული განყოფილების უფროსი,
აფხაზეთის დასაქმების სამსახურის უფროსის მოადგილე | ა) უმაღლესი განათლების ეკონომისტი ან იურისტი,ან ბ) ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში არანაკლებ სამი წლის მუშაობის სტაჟის მქონე პირი - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს. უმაღლესი განათლების მქონე პირი, - ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 140-ს. |
|
12. | პროგრამების სამმართველოს, შიდა კონტროლის სამმართველოს, შრომის ბაზრის ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. თბილისის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 130-ს. |
| 13.
| პროგრამების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს. |
|
14. | რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 120-ს. |
|
15. | რაიონული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 110-ს. |
| 16.
| აფხაზეთის დასაქმების სამსახურის სპეციალისტი | უმაღლესი განათლების მქონე პირი, ტესტირებისას დაგროვილ ქულათა რაოდენობა აღემატება 100-ს. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2001.
- როდის იქნა მიღებული “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 29.08.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №324/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.11.119.004.948.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 23 ივნისის №236/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, №324/ნ, 29.08.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.948 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52684/