„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №62 |
|
2021 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:
1. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიაში მოქმედ მარეგულირებელ წესებს;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს აკადემიაში მსმენელად მისაღები პირებისათვის ტესტირებისა და გასაუბრების ჩატარების წესებს და განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას;“. 2. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. მსმენელის უფლება-მოვალეობები აკადემიის მსმენელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, მათ შორის აკადემიის რექტორის ბრძანებით, რომელიც მტკიცდება კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. მუხლი 29. მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და აღდგენა 1. მსმენელის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესი განისაზღვრება აკადემიის რექტორის ბრძანებით, კურატორი მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. 2. მსმენელის სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა ან აღდგენა ხორციელდება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ახლიდან გამოცემა, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.10.2021.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.10.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №62. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.034.017164.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №62, 15.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017164 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5269435/