შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გია ელიაური № 1318)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

 საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 1318

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“ ს/კ 404483536

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელ ფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: გია ელიაური, პირადი N59001012207

მოვალე (მსესხებელი): გია ელიაური, პირადი N59001012207

იპოთეკის ხელშეკრულება: N1082318-1, თარიღი 09/06/2011

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, ქუჩა ბარისახო, N9, საკადასტრო კოდი: 01.11.01.017.057

აუქციონის ჩატარების დრო: 28/10/2021 წლის 11:00 საათი

აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, უშანგი ჩხეიძის N23          

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 60545.56 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი: 1137.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1 საერთო ფართით 557.49 კვ.მ. (I სართული 223.26 კვ.მ; მანსარდის ფართი 213.10 კვ.მ; სარდაფი ფართით 101.13 კვ.მ.); N2; N3; N4; N5; N6

მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ბარისახო, N9

გარდამავალი უფლებები: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს:

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა აუქციონატორთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული შპს „კონსალტინგ გრუპსის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 15 საბანკო დღე ან საგარანტიო თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს შპს კონსალტინგ გრუპს-ის ანგარიშზე ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით და სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას ან საგარანტიო თანხის გადახდის ქვითარს აუქციონის დაწყებამდე, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვება ჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის 0.59 პროცენტს;

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“, ს/კ 404483536

დირექტორი ნინო არაბიძე