1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის (შემდგომ − ქარსაფარი ზოლი) სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტასთან, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვასთან, აღდგენასთან, გაშენებასა და მართვასთან და ქარსაფარი ზოლით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზ