1. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2022 წლის 1 მარტამდე:

ა.ა) უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

ა.ბ) დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების, მოვლის, დაცვისა და მასზე ზედამხედველობის წესი;

ა.გ) დაამტკიცოს ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესი;

ბ) 2023 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2022 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის წეს