სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №02-2169/ო
2021 წლის 8 ოქტომბერი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს შპს „მედიელიტ ზე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402189485; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. N16, კორპ. N2, მე-2 სართული) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს „მედიელიტი ს“ დირექტორის, ნ. კეპაშვილის განცხადებები: N85124 01.09.2021წ.; N85907 03. 09.2021წ.; N86316 06.09.2021 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი: № ლ/ნ 1385-141 05.10.2021 წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი: №10, 08.10.2021 წ.
დირექტორი ზაალ კაპანაძე