სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-2191/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს დირექტორის

 ბრძანება № 02-2191/

2021 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. გაიცეს სს „მეგა ლაბზე“ (ფაქტიური მისამართი: ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. №23) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის“ დანართი „აუტოფსიური საქმიანობა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: სს „მეგა ლაბის“ დირექტორის მ. დოლიძის განცხადება: №95163, 01.10.2021 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი – №ლ/ნ 1407-142, 11.10.2021 წ. 

დირექტორი                                                                 ზაალ  კაპანაძე