სს ”ტარა-ს" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ტარას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
1. გენერალური დირექტორის ანგარიშის მოსმენა და მის მიერ გაწეული საქმიანობის განხილვა;
2. საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობისა და უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისების საკითხების განხილვა;
3. საზოგადოების ხელმძღვანელობის მიმართ – ცალკეული აქციონერების პრეტენზიების განხილვა.
სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები:
1. ცნობად იქნეს მიღებული გენერალური დირექტორის ანგარიში და მის მიერ გაწეული მუშაობა სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების დაბრუ ნების, ქონების შენახვა-შენარჩუნების, ავარიული ქონების დემონტაჟისა და რეალიზაციის, საგადასახადო დავალიანების დაფარვის თვალსაზრისით შეფასდეს დადებითად.
2. საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდეს არასახარბიელოდ. საზოგადოების გენერალურ დირექტორს ნება დაერთოს, მოიძიოს საზო გადოების ქონებით დაინტერესებული პირი (პირები) და დადოს მასთან (მათთან) ხელშეკრულება (ხელშეკრულებები) საზოგადოების საქმიანობაში წილობრივად ინვესტიციების განხორციელების ან მისთვის (მათთვის) საზოგადოების კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების ერთიანად ან ნაწილ ნაწილ მიყიდვის მიზნით.
3. საზოგადოების ხელმძღვანელობის მიმართ ცალკეული აქციონერების პრეტენზიები მიჩნეულ იქნეს უსაფუძვლოდ.
საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება – საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მდებარე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ვახტანგ ქობალია
23/ოქტომბერი/2021 წ.