📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.10.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/462
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016710
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2021
matsne.gov.ge 1,408 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათელა თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 18.09.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.10.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 04.01.2019 საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 08.05.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 96% 04.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/462 2021 წლის 22 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 1 მარტის №1-1/107 ბრძანება (სარეგისტრაციო კოდი: 010240070.22.024.016411; ვებგვერდი, 02/03/2016). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა დანართი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური  რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1.დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების  მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა; ბ) მოქმედი კანონმდებლობისა და თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება; გ) ადამიანური რესურსების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამინისტროს საჭიროებებთან; დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაციის ანალიზი, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით; ე) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემების ავტომატიზაციის  უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ორგანიზაციული ღირებულებების და ეთიკის ნორმების დანერგვის უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შენარჩუნების  უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ადამიანური რესურსების სამსახურების მუშაობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მათთვის მეთოდური ხელმძღვანელობა; ი) სამინისტროს კონკურსების ორგანიზება, თანამშრომელთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის უზრუნველყოფა; კ) თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, განახლება  და ადმინისტრირება; ლ) სამინისტროში ადამიანური რესურსების მართვისთვის საჭირო კვლევების ჩატარება,  საზომების (მეტრიკების) შემუშავება და მონაცემთა ანალიზის უზრუნველყოფა; მ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, სამუშაოს შესრულების ხარისხის გაუმჯობესება და  ადამიანური რესურსების მაღალი პროდუქტიულობის უზრუნველყოფა; ნ) ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების ხელშეწყობა; ო) თანამშრომელთა განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ტალანტების, მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობა,  ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის სწავლების (ტრენინგი და ქოუჩინგი) სამუშაოს ეფექტიანობის მართვის სისტემების დანერგვა, პროცესების უზრუნველყოფა და  მართვა; პ) საკადრო ადმინისტრირების და საკადრო დოკუმენტბრუნვის სამუშაოების ორგანიზება; ჟ) სამინისტროს მოხელეთათვის  კლასის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის წარდგენა;  რ) სამინისტროს, როგორც დამსაქმებლის ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ს) სამინისტროს ორგანიზაციულ-კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობების ფარგლებში საჭირო  ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ტ) სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების უზრუნველყოფა; უ) სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება. 2. დეპარტამენტი მისი საქმიანობის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია, მოითხოვოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. 3. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთან გასაგზავნ კორესპონდენციას ან/და სამინისტროს  სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს/სამინისტროდან გასაგზავნ კორესპონდენციას; ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციისა და  საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ზ) მინისტრთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ყავდეს მოადგილე (მოადგილეები) რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს/ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს  სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გასაგზავნ კორესპონდენციას. 8. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში), კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის წინაშე. 9.კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს, არსებობის შემთხვევაში, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი მოსამსახურე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველო; ბ)  შერჩევისა და განვითარების სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების  მართვის სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი  პოლიტიკის შემუშავება; ბ) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროს საჭიროებებთან  ადამიანური რესურსების შესაბამისობის უზრუნველყოფა,  შესაბამისობის მიღწევის მიზნით საჭირო ღონისძიებების დანერგვა და ორგანიზება; დ) ადამიანური რესურსების მართვის სისტემების  ავტომატიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; ე) ორგანიზაციის ღირებულებების და ეთიკის ნორმების დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაციის ანალიზი; თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების მუშაობის კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მეთოდური ხელმძღვანელობა; ი) შეფასების სისტემების შემუშავება, განახლება, ადმინისტრირება და შედეგების ანალიზი; კ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისთვის საჭირო კვლევების ჩატარება,  საზომების (მეტრიკების) შემუშავება და მონაცემთა ანალიზი; ლ) ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების ხელშეწყობა; მ) სპეციალური საჭიროებების მქონე თანამშრომლებზე ზრუნვა, პროცესისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა „გონივრული მისადაგებისა“ და  დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპის დაცვით; ნ) სამინისტროში არსებული თანამდებობებისთვის სამუშაოს აღწერილობის შემუშავება/ განახლება; ო) საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე კონსულტაცია, კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება და მონიტორინგი; პ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესის შემუშავება და შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგი; ჟ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო პროცესის განხორციელება და სამინისტროს თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაყვანის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ  და სხვა სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანების პროექტების მომზადება,  შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება  და გაფორმება. საჯარო მოსამსახურეთათვის კლასის მინიჭების საკითხების მომზადება; ს) საკადრო საკითხებთან დაკავშირებული  ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ტ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების აღრიცხვა-წარმოება; უ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამუშაოს ანალიზი, სამუშაო პირობების ანალიზი  სამუშაოს მოცულობის და სირთულის, სტრუქტურული ერთეულის რაოდენობასა და შემადგენლობასთან შესაბამისობის შესახებ, ასევე სამუშაო დროის გამოყენებისა და მართვის ანალიზი. სამუშაო ძალის დაგეგმვა; ფ) სამინისტროს, როგორც დამსაქმებლის ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 4. შერჩევისა და განვითარების სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა შერჩევისა და განვითარების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საჭიროებებთან  ადამიანური რესურსების შესაბამისობის უზრუნველყოფა, შესაბამისობის მიღწევის მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;   გ) სამინისტროში კონკურსების ორგანიზება,  შერჩევისა და დანიშვნის  პროცესის უზრუნველყოფა; დ) ადამიანური რესურსების სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზის მომზადება  და შეფასება; ე) ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების ხელშეწყობა; ვ) პროფესიული განვითარების საჭიროებათა ანალიზი, სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებიდან გამომდინარე მოხელეთა სწავლების ძირითადი მიმართულებების თაობაზე წინადადებების მომზადება; ზ) თანამშრომელთა განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ტალანტების მაღალი პოტენციალის მქონე თანამშრომლების განვითარების ხელშეწყობა,  ცენტრალურ აპარატსა და სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის სწავლების (ტრენინგი და ქოუჩინგი) სამუშაოს ეფექტიანობის მართვის სისტემების დანერგვა, პროცესების უზრუნველყოფა და  მართვა; თ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგკომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება; ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაციის ანალიზი; კ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება; ლ) ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებების ხელშეწყობა; მ) კანონმდებლობის შესაბამისად პრაქტიკა/სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; ნ) სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ საკითხებზე სამინისტროს მოსამსახურეთა კონსულტაცია; ო) ადაპტაცია/ორიენტაციის პროგრამის უზრუნველყოფა, სამინისტროს ახალი თანამშრომლებისთვის და სამინისტროს თანამშრომლების ხანგრძლივად დროებით უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ სამუშაოზე დაბრუნების  დროს; პ) სამინისტროს ორგანიზაციული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ჟ) სამინისტროს,  როგორც დამსაქმებლის ბრენდის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; რ) სამინისტროს ორგანიზაციული  კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის  ფარგლებში ღონისძიებების ხელშეწყობა. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში)  და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.