სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2021 წლის 26 ოქტომბერი ქ. სენაკი |
|
2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგება.
3. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, ვიზუალურად (არქიტექტორული მხარე, დიზაინი) დახვეწილი და გამართული, გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან. ასეთი ობიექტი არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
2. ქანდაკება შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ პიროვნების გამოსახულებისაგან ან პიროვნების გამოსახულებისა და მასთან ასოცირებული სხვა უძრავი ძეგლისაგან. ქანდაკებას შეიძლება გაუკეთდეს შესაბამისი ტექსტური ნაწილი (წარწერა). ქანდაკების ტექსტური ნაწილი სრულდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. აგრეთვე, ასეთი ტექსტი, ქართულ ენასთან ერთად, შესაძლებელია შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
4. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ქუჩაზე, მოედანზე ან სხვა ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს ქანდაკება. მიმართვა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
5. ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვა უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. მიმართვას უნდა ერთოდეს ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ-დიზაინერული) პროექტი, მიახლოებითი ზომების აღნიშვნით. მიმართვაში აღნიშნული უნდა იყოს ქანდაკების განთავსების მიახლოებითი საფინანსო გაანგარიშება და დაფინანსების წყარო, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტი აკლია მომართვას, კომისია განმცხადებელს დაუდგენს ხარვეზის გამოსასწორებლად ოცდღიან (კალენდარული დღე) ვადას. მითითებულ ვადაში დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომში – საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას ქანდაკების განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. თუ მიმართვის ავტორი საკრებულოს სთავაზობს ქანდაკების განთავსებას სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით, მაშინ საკითხი დადგენილი წესით განსახილველად ეგზავნება (გადაეცემა) აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლებიც ვალდებულნი არიან საკითხის გადაცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეადგინონ დასკვნა ქანდაკების პროექტის სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე. ასეთი დასკვნები დადგენილი წესით გადაეცემა საკრებულოს შესაბამის კომისიას.
4. საკრებულოს შესაბამისი კომისია ქანდაკების განთავსების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიისა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დასკვნების გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. ქანდაკების განთავსების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად მაშინაც კი, როდესაც ამ საკითხის წარდგენის ავტორი საკრებულოს კომისიაა.
3. კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობას ღებულობენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და საკრებულოს ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
2. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში ქანდაკების განთავსების საკითხი (წინადადება და მასზე თანდართული მასალები (ქანდაკების განთავსების შესახებ მომართვის ასლი, ქანდაკების ვიზუალური (არქიტექტურულ - დიზაინერული) პროექტი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი), საკრებულოს კომისიის მიერ დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო).
3. სამინისტროს მიერ საკრებულოსთვის თანხმობის (დადებითი დასკვნის) მიცემის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან 1 თვის ვადაში, საკითხი დადგენილი წესით განიხილება საკრებულოს სხდომაზე. ქანდაკების განთავსების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით იღებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – განკარგულებას, რომლის დამოწმებული ასლი, დადგენილი წესით, ოფიციალურად გადაეცემა ქანდაკების განთავსების თაობაზე მიმართვის ავტორს. ასეთი განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
4. სამინისტროს მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ, მიმართვის ავტორს ეცნობება წერილობით, კანონით დადგენილი წესით.
2. ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებულ შესაბამის ღონისძიებებს, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანხორციელებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.
2. სხვადასხვა ღირსშესანიშნავი, მნიშვნელოვანი და გამორჩეული მოვლენის (ფაქტის) ხსოვნის და უვდავყოფის მიზნით შესაბამის ტერიტორიაზე შეიძლება დაიდგას ასეთი ფაქტის (მოვლენის) აღმნიშვნელი ობელისკი. სავალდებულოა ობელისკს საქართველოს სახელმწიფო ენაზე გაუკეთდეს შესაბამისი წარწერა. ასეთი წარწერა ობელისკზე, ქართულ ენასთან ერთად, შეიძლება შესრულდეს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც.
3. თუ მემორიალური დაფის განთავსება ხდება ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ობიექტზე, მაშინ ამის თაობაზე შესაბამისი წინადადების (მომართვის) არსებობის შემთხვევაში, საკრებულო დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი წესით.
5. მემორიალური დაფის, ობელისკისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, მერმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. მიმართვა უნდა პასუხობდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.
6. საკრებულოში წარდგენილ მიმართვას თან უნდა ერთოდეს:
ა) მიმართვის ავტორის მოტივაცია და დასაბუთება;
ბ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ;
გ) ინფორმაცია მემორიალური დაფის, ობელისკის და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების ადგილის შესახებ.
2. ამ წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.