“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№357
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.11.106.004.969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 25/09/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.969

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №357

2001 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრ ძ ანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ვ” ქვეპუნქტად და ამავე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე” ქვეპუნქტი:

„ე) მსჯავრდებულთა დასაქმების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება”;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე:

ა) სასჯელაღსრულების უსაფრთხოებისა და რეჟიმის დარგში;

ბ) დაცვისა და ბადრაგირების დარგში;

გ) ადამიანის უფლებების დაცვის, სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში;

დ) ეკონომიკის დარგში;”.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკის დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს მსჯავრდებულთა დასაქმების ორგანიზებას, წარმოების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას, საფინანსო დისციპლინის განმტკიცებასა და ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას, სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების ტექნიკურად გამართულ მუშაობას და სწორ ექსპლოატაციას;”.

3. 71 მუხლში საერთო სამსახურის შემადგენლობიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები„საამშენებლო უბანი” და დაემატოს სიტყვები „მსჯავრდებულთა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება;”, ამავე მუხლის „ა” ქვეპუნქტში სიტყვებს „საფინანსო საქმიანობას“ დაემატოს სიტყვები „მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით შრომაში ჩაბმის მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება ს, სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის საჭირო საგნებისა და ინვენტარის, კვების პროდუქტების წარმოების, ასევე სახალხო მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას, მარკეტინგული კვლევები ს, საწარმოო უბნების ხელმძღვანელობა ს და მათი საქმიანობის კოორდინაცია ს;”.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი