📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.11.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016075
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,245 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.2021 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 22.06.2017 კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 31.10.2022 კომერციული ბანკების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 26.12.2018 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 18.04.2024 საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 27.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №4 2021 წლის 1 ნოემბერი ქ.თბილისი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესი თანდართული რედაქციით; ბ) კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა დანართი №1-ის და დანართი №2-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის წესი (შემდეგში - „წესი“), მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური და საფინანსო სექტორის სტაბილურობის, ასევე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, არეგულირებს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდეგში – „ეროვნული ბანკი“) არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, ასევე, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გაცემის პროცესს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე/დოკუმენტაციაზე, რომელიც რეგულირდება  სახელწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციაა ან რომლის გამოქვეყნების ვალდებულება ეროვნულ ბანკს გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ წესის მოქმედება აგრეთვე არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციაზე. მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონფიდენციალური ინფორმაცია -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის, აგრეთვე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ამ წესით გათვალისწინებული კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება გამოქვეყნება/გამჟღავნებას; ბ) პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია - ამ წესის მე-4 მუხლითა და დანართ N1-ით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის დარღვევა საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას, საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და სტატისტიკურ მიზნებს ან/და ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებს; გ) მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია - ამ წესის მე-4 მუხლითა და დანართ N2-ით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურობის დარღვევამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას, საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და სტატისტიკურ მიზნებს ან/და ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებს. მუხლი 3🔗. ინფორმაციისთვის კონფიდენციალობის კატეგორიების მინიჭება 1. მონეტარული პოლიტიკის, საფინანსო სექტორის სტაბილურობის, სტატისტიკური და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო საკუთარი ან ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა ინიციატივით განსაზღვრავს და ცვლის ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხას. 2. ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია იყოფა ორ კატეგორიად: ა) პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია; ბ) მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაცია. მუხლი 4🔗. ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის საგამონაკლისო წესი 1. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და დადგენილი წესით, მიიღოს გადაწყვეტილება იმ ინფორმაციის  კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის დანართებით. 2. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს ეროვნული ბანკის საბჭოს, ინფორმაციის შესაბამისი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევის შესახებ. 3. ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი (შემდგომში - „დაინტერესებული პირი“) უფლებამოსილია დასაბუთებული განცხადებით მიმართოს ეროვნული ბანკის საბჭოს, იმ ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის შესახებ, რომელიც  ეხება დაინტერესებულ პირს და ამ წესით არ არის მიჩნეული კონფიდენციალურ ინფორმაციად. 4. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ეროვნული ბანკის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის შესაბამისი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციად მიჩნევის შესახებ. 5. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაინტერესებულ პირს და ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. მუხლი 5🔗. ინფორმაციისთვის კონფიდენციალურობის სტატუსის შეცვლა, გაუქმება და საჯაროდ გამოცხადება 1. თუ აღარ არსებობს ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის აუცილებლობა ან თუ ინფორმაციისთვის კონფიდენციალობის სტატუსის მოხსნა  აუცილებელია ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე,  ეროვნული ბანკის საბჭო საკუთარი ინიციატივით ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ინფორმაციისთვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნის შესახებ. 2. თუ მიზანშეწონილია ინფორმაციისთვის კონფიდენციალურობის კატეგორიის ცვლილება, ეროვნული ბანკის საბჭო, საკუთარი ინიციატივით ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კონფიდენციალურობის კატეგორიის შეცვლის შესახებ. 3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის დავალების შესაბამისად ახორციელებს კონფიდენციალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. საჯაროდ გავრცელება ავტომატურად ნიშნავს ასეთი ინფორმაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლებელია მხოლოდ ამავე დაინტერესებული პირის თანხმობით,  გარდა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ამ წესის დანართებით განაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის სხვა პირის მიერ გასაჯაროება ავტომატურად არ ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მისთვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას და საჯაროდ მიჩნევას. მუხლი 6🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის წესი 1. ეროვნული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას არაუფლებამოსილი პირი კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, არ გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის. 2. ეროვნული ბანკის თანამშრომელი უფლებამოსილია კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს და გადასცეს სხვა პირებს მხოლოდ საკუთარი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების ფარგლებში. 3. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის წესებს. მუხლი 7🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე შეზღუდვების დაწესების ვადები 1. ამ წესის დანართებით განსაზღვრული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის ვადა არის 5 (ხუთი) წელი ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის მომენტიდან.   2. ეროვნული ბანკის საბჭო საკუთარი ინიციატივით ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე,  უფლებამოსილია გააგრძელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა. 3. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა. მუხლი 8🔗. კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა 1. პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვს: ა) ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს; ბ) ეროვნული ბანკის თანამშრომელს, სამუშაოს აღწერილობიდან გამომდინარე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე; გ) ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ ან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს,  მასთან გაფორმებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი ან სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში. 2. ამ წესის დანართ N1-ის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლოა განისაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ან/და სტრუქტურული ერთეულების განსხვავებული წვდომის უფლებები. 3. მეორე კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვს: ა) ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს; ბ) ეროვნული ბანკის თანამშრომელს; გ) ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ ან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს,  მასთან გაფორმებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი სამართლებრივი ან სახელშეკრულებო ვალდებულებების ფარგლებში. მუხლი 9🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის საქმის წარმოების წესი 1. ამ წესის №1 დანართის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირველ კატეგორიას მიკუთვნებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების საქმისწარმოება ხორციელდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის საქმისწარმოების წესის“ მიხედვით. 2. ამ წესის №1 დანართის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული პირველ კატეგორიას მიკუთვნებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების საქმისწარმოება ხორციელდება ეროვნულ ბანკში დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის წესისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად. 3. ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული მეორე კატეგორიას მიკუთვნებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების საქმისწარმოება ხორციელდება ეროვნულ ბანკში დადგენილი საერთო საქმის წარმოების წესების დაცვით, ამ წესითა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესაბამისი წესების გათვალისწინებით. მუხლი 10🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა 1. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია მიეწოდებათ იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები. 2. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს: ა) ეროვნული ბანკის მიერ, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში; ბ) სამართალდამცავ ორგანოების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია, კანონით განსაზღვრული საჭიროების შემთხვევაში და გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, შეიძლება მიეწოდოს სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. 4. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ან/და ეროვნული ბანკის გარე აუდიტორისთვის საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. 5. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე, ხელმისაწვდომია  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP)-ის და ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL)-ის შემმოწმებელთა ჯგუფისთვის, ეროვნული ბანკის შემოწმების პროცესში. 6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) დისტანციური ზედამხედველობის პორტალის მეშვეობით, განახორციელოს ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ციფრული/ელექტრონული ხელმოწერა ან/და აღნიშნული ინფორმაციის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისათვის გაგზავნა. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილი წესით, გამოაქვეყნოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მოთხოვნების დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია. ინფორმაციის გამოქვეყნება არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სანქციის გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული წარმოების/შემოწმების აქტების ან ნებისმიერი სხვა მასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების ვალდებულებას ან ასეთი ინფორმაციისთვის/დოკუმენტაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას. 8. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე, შეიძლება გაიცეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორის კომიტეტზე, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამავე კომიტეტის დებულების შესაბამისად. 9. პირის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ მიჩნეული იქნება კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველ დოკუმენტად, შესაძლებელია ამ პირზე გაიცეს ეროვნული ბანკის საბჭოს თანხმობის გარეშე. 10. ლიკვიდირებული და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის გაცემასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება პირებზე, თუ დოკუმენტაცია მოიცავს ინფორმაციას ამ პირის ფინანსების ან/და პერსონალური მონაცემების შესახებ. 11. საკასო ცენტრში შესანახად შემოტანილი ნივთმტკიცებულებების და ფასეულოებების შესახებ ინფორმაცია გაიცემა ნივთმტკიცებულების და ფასეულობების შემომტანი ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ამ ინფორმაციის მიმღები პირი. დანართი №1 ა) პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა, რომლის საქმისწარმოება ხორციელდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის საქმისწარმოების წესით“: ა.ა) ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების  შემოწმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოხსენებითი ბარათები, შემოწმების აქტები და შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მომზადებული კორესპონდენცია, გარდა ამ დანართის „ბ.ჰ​9“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა; ა.ბ) საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ წერილობითი მითითებები (გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობასა და მის საქმიანობასთან  დაკავშირებით  მომზადებული წერილობითი მითითებებისა), ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვისაგან დროებით  და გარკვეული პირობით გათავისუფლება, მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციებისა და საზედამხედველო ზომების (გარდა რეგისტრაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და მათი ფილიალების სარეგისტრაციო პირობების დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, მათთან დაკავშირებული მოხსენებითი ბარათებისა და კორესპონდენციისა) გამოყენების შესახებ; ა.გ) ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ჯარიმების შესახებ ელექტრონულად წარმოებული რეესტრები; ა.დ) დაწესებული ფულადი ჯარიმების აღსრულების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები; ა.ე) ეროვნული ბანკის შემოწმების/შესწავლის საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებში გაგზავნილი კორესპონდენცია პირის ქმედებაში შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ; ა.ვ) ფულის გათეთრების ინსპექტირების და ზედამხედველობის საზედამხედველო გეგმა; ბ) პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა, რომლის საქმისწარმოება ხორციელდება ეროვნულ ბანკში დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის წესისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად: ბ.ა) კომერციული ბანკებიდან საზედამხედველო ანგარიშგების ფარგლებში გამოგზავნილი საკრედიტო რეესტრის მონაცემები, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციისა; ბ.ბ)  საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ ყოველთვიურად მოწოდებული მონაცემები, გარდა შემაჯამებელი სტატისტიკური მონაცემებისა; ბ.გ) ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასების რეესტრები და ანგარიშები; ბ.დ) ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებთან დაკავშირებული ინფორმაცია;  ბ.ე) ეროვნული ბანკის  ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მოპყრობის გეგმა;  ბ.ვ) ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლების ამსახველი დოკუმენტი;   ბ.ზ) საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ წერილობით მითითებებთან, ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვისაგან დროებით და გარკვეული პირობით გათავისუფლებასთან, მოხსენებით ბარათებთან და ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების და საზედამხედველო ზომების გამოყენების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტაცია/ინფორმაცია; ბ.თ) ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიზნებისთვის კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, სტატისტიკური) და დოკუმენტაცია, საზედამხედველო ანგარიშგებები და კომერციული ბანკის შიდა და გარე აუდიტის დოკუმენტაცია, გარდა იმ ინფორმაციისა/დოკუმენტაციისა და ანგარიშგებებისა, რომლის გასაჯაროება მოქმედი კანონმდებლობით ევალებათ კომერციულ ბანკებს; ბ.ი) კომერციული ბანკების შემოწმებასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენცია, შემოწმების შედეგების შემაჯამებელი ფაილი (ელექტრონული ფორმით) და შემოწმების აქტის შემუშავებისთვის გამოყენებული  სამუშაო დოკუმენტაცია;   ბ.კ) ეროვნულ ბანკში წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგება; ბ.ლ) ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა კონტროლის შეფასების კითხვარი და ორგანიზაციული რისკის შეფასების დოკუმენტები/ინფორმაცია; ბ.მ) ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ყოველწლიური თვითშეფასება; ბ.ნ) რეზოლუციის კომიტეტის სხდომის ოქმები; ბ.ო) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მომზადებული ინფორმაცია რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და რეზოლუციის მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე; ბ.პ) კომერციული ბანკების რეზოლუციის გეგმები; ბ.ჟ) ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების (მათ შორის ლიკვიდაციაში მყოფი), სახელმწიფო ხაზინისა და მათი კლიენტების გადახდებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;  ბ.რ) საგადახდო სისტემასთან და მასში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში; ბ.ს) საგადახდო სისტემაში მონაწილეების მხარდაჭერასთან დაკავშირებული კორესპონდენცია; ბ.ტ) ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის კორესპონდენცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის მიერ ჩასატარებელ სამუშაოსთან, გარდა აღნიშნულ კორესპონდენციაში შემავალი იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში; ბ.უ) საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტები, მათ შორის საგადახდო სისტემებთან დაკავშირებული დოკუმენტები, აუდიტთან მიმოწერა,  გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში; ბ.ფ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/საგადახდო სისტემის ოპერატორთან წერილობითი კორესპონდენცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/საგადახდო სისტემის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, გარდა იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციისა,  რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში ან რომლის გასაჯაროებაც მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით; ბ.ქ) საგადახდო სისტემის ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საგადახდო სისტემისა ან/და საგადახდო მომსახურების უსაფრთხოების მექანიზმების შესახებ; ბ.ღ) ეროვნული ბანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების/საგადახდო სისტემების ოპერატორების, კომერციული ბანკების (მათ შორის ლიკვიდაციაში მყოფი), სახელმწიფო ხაზინისა და მათი კლიენტების გადახდებთან დაკავშირებული სტატისტიკა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში; ბ.ყ) ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების მიერ მოწოდებული მყისიერი შეტყობინებების და პროდუქტების რეესტრები; ბ.შ) საოპერციო რისკების ვებპორტალის საშუალებით მიღებული ინფორმაცია; ბ.ჩ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ეროვნული ბანკისთვის დამუშავებული ინფორმაცია განხორციელებული ნასყიდობების შესახებ; ბ.ც) ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტების და მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მესამე მხარეებისგან, ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, მიღებული ფინანსურ, საცალო საკრედიტო, მცირე და საშუალო კორპორატიულ საკრედიტო, საოპერაციო და კიბერრისკებთან დაკავშირებული  ინფორმაცია; ბ.ძ) ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის  მიერ მომზადებული ინციდენტების ყოველთვიური ანგარიშგება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის; ბ.წ) ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულების მიერ აუდიტისა და რისკების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ინციდენტები; ბ.ჭ) ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის  მიერ მომზადებული არაფინანსური რისკების ყოველკვარტალური ანგარიშგება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის; ბ.ხ) ეროვნული ბანკის არაფინანსური რისკების რეესტრში არსებული ინფორმაცია; ბ.ჯ)  ეროვნული ბანკის არაფინანსური რისკების მატრიცა; ბ.ჰ) ეროვნული ბანკის არაფინანსური რისკების კაპიტალის ბუფერის დასაანგარიშგებლად შექმნილი ფინანსური დანაკარგების ამსახველი მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია; ბ.ჰ​1) ეროვნული ბანკის ფინანსური, სტატისტიკური და მათემატიკური მოდელების დოკუმენტაცია, რეესტრი და არაფინანსური რისკების ბარათში არსებული ინფორმაცია; ბ.ჰ​2) ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის  მიერ მომზადებული არაფინანსური რისკების ანგარიშგებები - ცალკეული სტრუქტურული ერთეულებისათვის; ბ.ჰ​3) ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის  მიერ მომზადებული ინციდენტების ანგარიშგებები - ცალკეული სტრუქტურული ერთეულებისათვის; ბ.ჰ​4) ეროვნული ბანკის ბიზნესუწყვეტობის მართვასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტაცია; ბ.ჰ​5) ეროვნული ბანკის  ბიზნესუწყვეტობის მართვის კომიტეტის ოქმები; ბ.ჰ​6) ეროვნული ბანკის ბიზნესზე ზეგავლენის ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია; ბ.ჰ​7) ეროვნული ბანკის რისკების მართვასა და ბიზნესისუწყვეტობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები და ანგარიშები; ბ.ჰ​8) ეროვნული ბანკის პროექტების მართვის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტების რისკების შესახებ ინფორმაცია; ბ.ჰ​9) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და მათი ფილიალების სარეგისტრაციო პირობების შემოწმებასთან დაკავშირებით შემუშავებული მოხსენებითი ბარათები, შემოწმების აქტები, შემოწმების დროს დამუშავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით მომზადებული კორესპონდენცია;   ბ.ჰ​10) ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტში წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები; ბ.ჰ​11)  ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტში წარმოდგენილი საზედამხედველო ანგარიშგებები. დანართი N2 მეორე კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა: 1. ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტთან წარმოებული კორესპონდენცია, გარდა დანართ №1-ით განსაზღვრული ინფორმაციისა. 2. კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ეროვნულ ბანკში ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშგება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ. 3. ცალკეული კომპანიების შესახებ ეროვნულ ბანკში არსებული საგარეო ვაჭრობის მონაცემები. 4. ინფორმაცია ეროვნული ბანკის ფულის ნიშნების დამახარისხებელი აგრეგატების შემოწმებისა და მათზე დონეების ცვლილებების თაობაზე. 5. ინფორმაცია საკასო ცენტრში შესანახად შემოტანილი ნივთმტკიცებულებებისა და ფასეულობების შესახებ. 6. საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში. 7. მონეტარულ ოპერაციებთან დაკავშირებული განაცხადების შესახებ ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, წლიურ ანგარიშგებაში ან/და ოფიციალურ გამოცემებში. 8. ეროვნული ბანკის საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის კომპონენტების შესახებ მონაცემები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას მოდელების, კონფიგურაციის, ვერსიების, არსებული დატვირთვის, წარმადობის, მხარდაჭერის, გარანტიის, წვდომის უფლებებისა და მისი რეალიზების საშუალებების, საწყისი კოდების, კრიპტოგრაფიული საშუალებების, სისტემური ლოგების შესახებ. 9. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტები (მათ შორის აუდიტის ანგარიშები, აქტები, მიმოხილვები, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები, სამუშაო დოკუმენტაცია და აუდიტის განსახორციელებლად გამოყენებული ფაქტოლოგიური მასალები, საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტები), გარდა იმ დოკუმენტებისა, რომლებიც განსაზღვრულია დანართ №1-ით. 10. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის გარე მხარეების (გარე აუდიტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ექსპერტები) მიერ გაწეული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგის ანგარიშები. 11. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების ანგარიშები და შიდა მოხმარების პროცედურები. 12. კომერციული ბანკის ლიცენზირებასთან/მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან და ადმინისტრატორის დანიშვნასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები. 13. უცხო ქვეყნის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ორგანოების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია ან/და წერილობითი მიმართვა ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. 14. ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები, პროცედურები და სახელმძღვანელო დოკუმენტები. 15. ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული როლებისა და პასუხისმგებლობების ამსახველი (RASCI) მატრიცა. 16. ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების სატრენინგო დოკუმენტაცია. 17. ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის კომიტეტის სხდომის ოქმები. 18. ეროვნული ბანკის საფინანსო გეგმა და მასთან დაკავშირებული დამხმარე მასალები, ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშგების პროექტები. 19. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ანგარიშგების აუდიტის ფარგლებში აუდიტორებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. 20. მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის, პროგნოზებისა და მონეტარული პოლიტიკის განხორციელების შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისათვის განკუთვნილი შუალედური ანგარიშები და დამხმარე ანალიტიკური საკომუნიკაციო მასალების სამუშაო ვერსიები, ასევე საზოგადოებასთან პერიოდული კომუნიკაციისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი ანალიტიკური ანგარიშებისა და მაკროეკონომიკური კვლევების სამუშაო ვერსიები.  21. ეროვნული ბანკის კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებულია მონეტარული პოლიტიკის წარმართვასა და მასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან. 22. ეროვნული ბანკის შიდა პროცედურები, რომელიც აღწერს მონეტარული პოლიტიკის მიზნებისთვის წარმოებულ პროგნოზირებისა და კვლევის პროცესებს, ასევე რეგულარული პუბლიკაციების მომზადების პროცესებსა და ფინანსური ინსტიტუტებიდან მონაცემების შეგროვებისა და ვალიდაციის პროცესებს. 23. კომერციული ბანკების ყოველთვიური და ყოველდღიური ბალანსები, რომლებიც გამოიყენება მონეტარული სტატისტიკის წარმოებისთვის. 24. რეალური, ფისკალური, მონეტარული და საგარეო სექტორის ანალიტიკური მონაცემები, აგრეთვე მონაცემთა ბაზებსა და ფორმებში არსებული ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ეროვნული ბანკის შიდა მოხმარებისთვის. 25. მონეტარული პოლიტიკის წარმართვასა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ოქმები. 26. ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების ინსტრუმენტები და მათი საშედეგო ფაილები, რომელიც შეიცავს განხორციელებული ანალიზისა და პროგნოზის შესახებ რაოდენობრივ ინფორმაციას, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე. 27. ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემა სებსტატში კომერციული ბანკების მიხედვით არსებული ინფორმაცია. 28. მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმაში (Tableau Software) მომზადებული და გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშები ეროვნული ბანკის შიდა მოხმარებისთვის, ეროვნული ბანკის ვებგვერდისთვისა (გამოქვეყნებამდე სამუშაო ვერსია) და კომერციული ბანკებისათვის. 29. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ანგარიშები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის. 30. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი შეხვედრის ოქმები), რომელიც შეიცავს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებებს მათ საჯარო გამოქვეყნებამდე. 31. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზები და შიდა სამუშაო პროცესში გაზიარებული მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ცალკეულ კომპანიასთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან და არ ქვეყნდება პილარ 3-ის ანგარიშებში.  32. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მომზადების პროცედურა. 33. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტისთვის წარსადგენი  პრეზენტაცია, რისკ-სცენარები და ინდიკატორები. 34. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის მაკროფინანსური მოდელი.   35. სტრესტესტის მოდელი და მოდელის შედეგები ინდივიდუალურად კომერციული ბანკებისთვის. 36. საკრედიტო პირობების კითხვარის ინდივიდუალური პასუხები, რომელსაც ავსებენ კომერციული ბანკების მაღალი რგოლის მენეჯერები. 37. უძრავი ქონების ბაზრის კითხვარის ინდივიდუალური პასუხები, რომელსაც ავსებენ შემფასებლები, ბროკერები, აგენტები და დეველოპერული კომპანიები.  38. ლიკვიდირებული და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია. 39. კომერციული ბანკების გაჯანსაღების გეგმები (დანართებით); 40. რეზოლუციის გეგმების მიზნებისთვის კომერციული ბანკების მხრიდან წარმოსადგენი დამხმარე კრიტიკული სერვისების ანგარიშები; 41. ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტში არსებული განყოფილებების სამოქმედო გეგმები. 42. ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული მეთოდური სახელმძღვანელოები. 43. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტებისგან მიღებული ფინანსურ, საცალო საკრედიტო, მცირე და საშუალო კორპორატიულ საკრედიტო, საოპერაციო და კიბერ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც განეკუთვნება პირველი კატეგორიის კონფიდენციალურ ინფორმაციას. 44. ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ეროვნული ბანკის შიდა პროცედურების კომიტეტის საქმიანობის დოკუმენტაცია. 45. ეროვნული ბანკის შიდა პროცედურები. 46. ეროვნული ბანკის ბიზნეს პროცესების  აღწერის რუკები. 47. ეროვნული ბანკის ბიზნესის უწყვეტობის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა დანართ №1-ით განსაზღვრული ინფორმაციისა. 48. ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის  მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში „არაფინანსური რისკების ნარჩენი დონის ეროვნული ბანკის რისკის მისაღებ დონესთან  შესაბამისობის შესახებ“ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს განკარგულება "საქართველოს ეროვნული ბანკის რისკის მისაღები დონის დამტკიცების შესახებ".