ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2021
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.112.016461
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2021
matsne.gov.ge 2,918 სიტყვა · ~15 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
ქონება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში
ორგანიზაცია) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება -
ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
ლანჩხუთუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი.
მუხლი 2
შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომ
ორგანიზაცია) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია
მუხლი 2
დემონტაჟი
არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა
მუხლი 2
ლიკვიდაცია
დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან განთავისუფლება
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №23 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული და ორგანიზაციაში შექმნილი“ საინვენტარიზაციო კომისია“ .
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N დანახარჯების ლიკვიდაცია
% ლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.10.2022 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.12.2022 ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალნსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.11.2015 ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.06.2016 გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2021 წლის 29 ოქტომბერი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდქსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმამატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებისა და ანგარიშწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03   ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის № 605 ბრძანების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (დანართი №2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გახვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესი“ (დანართი №3). მუხლი 4🔗 დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულებების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი №4). მუხლი 5🔗 დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა -დანადგარებისა და სხვა.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი №5). მუხლი 6🔗 დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ფორმა (დანართი №6). მუხლი 7🔗 დადგენილების   ამოქმედების   დღიდან   ძალადაკრგულად   გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუტრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №16 დადგენილება (ვებგვერდი 110506010, 13/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.112.016038) მუხლი 8🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე დანართი №1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს. 2. ეს წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციის და ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად. 2. ორგანიზაციაში ინვერტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის № 605 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავჯდომარის მოადგილე. 5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები. 6. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8. კომისია უფებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. 2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულებების დადგენის აქტს (№ და №5 დანართები) ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№ 6 დანართი) გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თითეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორიული ან საექსპერტო ) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. 3. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ. 4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 8. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული № 6 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიას. მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტები (№4 დანართი და/ან №5 დანართი) და /ან ძირითადი აქტივების (№6 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაში. მუხლი 7🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა.) განკარგვა 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი ,სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა.) განკარგვას ორგანიზაცია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამის ორგანიზაციის მიერ. 7.  განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. დანართი №2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების განკარგვის, ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1.  ქონება – საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება -– ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ლანჩხუთუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები  დაწესებულების საკუთრებაში (ბალანსზე რიცხული) არსებული ქონების საკუთრებაში  ან სარგებლობაში განკარგვა ხდება დაწესებულების მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრს 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად. 2. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების შესაბამის ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის № 605 ბრძანების შესაბამისად. 3. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში. 4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. 5. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი, (აღრიცხვა-ანგარიშგება ზეპასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. კომისიას ხელმძღვანელობს თავჯდომარე,ხოლო მისი არყოფნისას – თავჯდომარის მოადგილე. 7. საჭიროების შემთხვევაში კომისის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები. 8. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით. 9. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელ აწერს სხდომის თავჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე წევრი. 10. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც, კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავჯდომარის ხმა. მუხლი 5🔗. ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა. 1. დაწესებულების საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდში. 2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მის ჩამოწერის აუცილებლობას ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენილი აქტებს (№4 და №5 დანართები და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№6 დანბართი ) (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დაკვნა (შესაბამისი აუდიტორიული ან საექსპერტო) 3. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყობს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამის ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ. 4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს დაწესებულების ხელმძღვანელს. 5. დაწესებულების ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების (გარდა მცირეფასიანი აქტივებისა) ჩამოწერის მიზნით დოკუმენტაცია წარედგინება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს. 6. დაწესებულების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 7. დაწესებულების საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით. 8. დაწესებულების საკუთრებაში არსებული მცირე ფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი. 9. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დარულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული № 5 დანართის საფუძველზე (გარდა მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა,ვარგისი ნაწილები და სხვა.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად. 10. დაწესებულების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. მუხლი 6🔗. მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულებების დადგენის აქტების (№4 დანართი და /ან №5 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (№6 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე. მუხლი 7🔗. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა .) 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ან მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა.) განკარგვას დაწესებულება ახორციელებს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით. 2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე. მუხლი 8🔗. ჩამოწერილი და გამოუსედეგარი ქონების განადგურება 1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს დაწესებულება. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია. დანართი №3 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გახვისების ან სხვა ნებისმიერ სახით განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული შენობა - ნაგებობების დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომ – ორგანიზაცია) – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; ბ) დემონტაჟი – არსებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების დანგრევა/დაშლა; გ) ლიკვიდაცია – დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან განთავისუფლება; დ) საინვენტარიზაციო კომისია – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 ოქტომბრის №23 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული და ორგანიზაციაში შექმნილი“ საინვენტარიზაციო კომისია“ . მუხლი 3🔗. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის /ლიკვიდაციის წესი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა/ნაგებობების დემონტაჟი / ლიკვიდაცია ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 ოქტომბრის N 23 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მე- 5 მუხლით გათვალისწინებული წესით. 2. შენობა-ნაგებობების დემონტაჟი / ლიკვიდაციაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გადაწყვეტილებას იღებს ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. 3. შენობა-ნაგებობების დემონტაჟი / ლიკვიდაციის მართლზომიერებისა და შედეგებისათვის პასუხისმგებელია ორგანიზაცია. მუხლი 4🔗. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის / ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვის წესი 1. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. დემონტაჟის /ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი ან დემონტაჟის განხორციელების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილების და მასალების (მარაგების) გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება: ა) აუქციონის წესით; ბ) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, თუ სამშენებლო სამუშაოების მიმწოდებელს ქონება გადეცემა მის მიერ მოწოდებული სამუშაოების შესაბამისი ღირებულების სანაცვლოდ. 3. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) განკარგვა შეიძლება ასევე განხორციელდეს აუქციონის წესით, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანის პირობით. 4. განკარგვად არ ჩაითვლება ის შემთხვევები, როდესაც გადაცემული ქონება გამოიყენება უწყების დაკვეთით მისაწოდებელ სამშენებლო სამუშაოებში. 5. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განკარგვისას, საწყისი საფასური დგინდება აუდიტორიული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული სადემონტაჟო სამუშაოების ღირებულებასა და დემონტაჟის შედეგად მისაღები ვარგისი ნაწილების ღირებულებას შორის სხვაობის გათვალიწინებით. 6. შენობა-ნაგებობების დემონტაჟის/ლიკვიდაციის განხორციელების შედეგად დარჩენილი  ვარგისი ნაწილებისა და მასალების (მარაგების) აუქციონის წესით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი  სახით განკარგვის შედეგად ამონაგები თანხა მთლიანად ირიცხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. დანართი №4 „ჩამოსაწერი ძირითადი      აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულებების დადგენის აქტის“ ფორმა N ძირითადი საშუალებების დასახელება ექსპლუ ატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გდაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე (ლარი 5-გრ.9)გრ ფასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06. 1997 წю N295 ბრძანებულებიის საფუძველზე ღირებუ ლება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ნარჩენი საბალანსო ღირებულება % ლარი ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ბუღალტრული მონაცემებით ლარი ლარი ქონების ადგილსამყოფლი ქვეყნის ვალუტის გათვლისწინებით % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე -----------            ------------------------ კომისიის წევრი კომისიის წევრი კომისიის წევრი კომისიის წევრი შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ.5-დან გრ.-11-ის ჩათვლით არ ივსება. დანართი №5 დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა -დანადგარებისა და სხვა.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა N ძირითადი საშუალებების დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა ღირებულება გადაფასებამდე (ლარი) ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადა ფასებამდე (ლარი, გრ.5-გრ.9) გადაფ ასების კოეფიციენტი საქართველოს პრეზიდენტის 09.06. 1997 წ.N 295 ბრძანების საფუძველზე ღირებულება გადაფასების შემდეგ ცვეთა გადაფასების შემდეგ (ლარი) საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე ფაქტობრივი ცვეთა ღირებულება % ლარი % ლარი ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა % საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით % საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით % ბუღალტრული მონაცემებით (ლარი) ლარი ქონების ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გათვალისწინებით 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ------------ -------------------- კომისიის წევრი კომისიის წევრი კომისიის წევრი კომისიის წევრი შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენის საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრ 5-დან გრ. 11-დე არ ივსება დანართი №6 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის ფორმა ქ. ლანჩხუთი 20    წელი დაწესებულების, ორგანიზაციის დასახელება N ძირი თადი აქტივის დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის (გამოშვების) წელი საწყისი საბალანსო ღირებ ულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფა სებამდე გადაფ ასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) ცვეთა გადაფ ასების შემდეგ ნარ ჩენი საბალანსო ღირებულება შენი შვნა % ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა: 1. ------- -----------------              2.                                            3.                                           4.           5. შექმნილი 20   წ                                           N ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ------------ საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა (ძირითადი საშუალების დასახელება) და ღმოჩნდა რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება -------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი   ა)                        ბ)                გ) კომისიის დასკვნა: კომისიის წევრები: 1.----- ------------- 2. 3.          4.          ვამტიცებ კომისიის თავმჯდომარე: --------- ------------------ ბ.ა ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის გამოთვლა N დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ------------------------- (------------------------ ) ლარი ლიკვიდაციის შედეგი:                                         - მთავარი ბუღალტერი: - „            „    - 20      წელი კომისიის თავმჯდომარე ბ.ა.