„ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2016 წლის 2 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №5 |
|
2021 წლის 1 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, წინასწარი შეკვეთის განთავსების პირობით, ამ მუხლის 71 პუნქტით დადგენილი წესით.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. წინასწარი შეკვეთის განთავსების მეშვეობით ფასეულობის რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სარეალიზაციო პროდუქციის დამზადებამდე, ამ პუნქტითა და შესაბამისი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, კერძოდ:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ ცხადდება:
ა.ა) რა პერიოდში განხორციელდება წინასწარი შეკვეთების განთავსება;
ა.ბ) პროდუქციის დასახელება, თემა, ნომინალი, შემადგენლობა, ლითონის შემთხვევაში წონა და პროდუქციის გამოსვლის სავარაუდო პერიოდი;
ა.გ) სარეალიზაციო ფასეულობის შესაკვეთად წინასწარ გადასახდელი თანხა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ.
ბ) წინასწარი შეკვეთის განთავსება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე რეგისტრირებული პირის (შემდგომში - შემკვეთი პირი) მიერ შემდეგი ძირითადი პირობების მიხედვით:
ბ.ა) შეკვეთილი პროდუქცია გაიცემა, მისი სარეალიზაციო ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ;
ბ.ბ) შემკვეთი პირის მიერ შესაბამისი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეკვეთა უქმდება და წინასწარ გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;
ბ.გ) საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შემკვეთი პირისთვის სრულად დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ:
ბ.გ.ა) საქართველოს ეროვნული ბანკი უარს განაცხადებს შემოსული წინასწარი შეკვეთის შესრულებაზე;
ბ.გ.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაშლილად გამოაცხადებს წინასწარ შეკვეთებს.
გ) სარეალიზაციო ფასეულობის ვიზუალური და დეტალური მახასიათებლები, ტირაჟი და სარეალიზაციო ფასი ცნობილი ხდება პროდუქციის გამოსვლის შესახებ ინფორმაციის გაცხადებისას.“.
|