„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 03.11.2021
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №525
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2021
matsne.gov.ge 760 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2021 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 05.06.2018 სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 22.01.2025 ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე სეს ესნ კოდი 84% 03.04.2024 საქართველოს საბაჟო კოდექსი საქართველოს კანონი 84% 28.06.2019 საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი ნორმატიული აქტების პროექტები 83% 13.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №525 2021 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ  მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები „ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი  წარმოებულის  მიგრაციის  კონკრეტულ  ზღვრებსა  და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. მუხლი 2🔗. მიზანი და გამოყენების სფერო 1.  ტექნიკური  რეგლამენტი  მიზნად  ისახავს  მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვასა და  სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი   მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) თავისუფალ მიმოქცევას. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებზე(საგნებზე), მათ შორის, აქტიურ და „გონიერ“ მასალებსა და ნაკეთობებზე (საგნებზე), რომლებიც დამზადებულია ან შეიცავენ ჩამოთვლილიდან  ერთ ან რამდენიმე  ნივთიერებას: ა) 2,2 - ბის (4-ჰიდროქსიფენილ) პროპან ბის (2,3 - ეპოქსიპროპილ) ეთერი, შემდგომში, დასახელებით − „BADGE“ (CAS No 001675-54-3) და მისი   ზოგიერთი წარმოებული; ბ) ბის (ჰიდროქსიფენილ) მეთანი ბის (2,3-ეპოქსიპროპილ) ეთერები, შემდგომში, დასახელებით − „BFDGE“ (CAS No 039817-09-9); გ) ნოვოლაკის ფისების სხვა გლიციდილ ეთერები, შემდგომში,   დასახელებით − „NOGE“. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება კონტეინერებზე ან რეზერვუარებზე/ავზებზე, რომლებიც გამოიყენება სურსათის შესანახად და რომელთა მოცულობა აღემატება 10000 ლიტრს, ასევე მათთან დაკავშირებულ ან შეერთებულ მილსადენებზე, რომელთა ზედაპირი დაფარულია სპეციალური ეგრეთ წოდებული  − „მედეგი საფარით“. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ ტექნიკური  რეგლამენტის  მიზნებისათვის  გამოყენებული  ტერმინი − „მასალები და ნაკეთობები (საგნები)“ აღნიშნავს ერთ-ერთს: ა) პლასტიკის ნებისმიერი სახეობიდან დამზადებულ მასალებსა და ნაკეთობებს (საგნებს); ბ) მასალებსა  და  ნაკეთობებს (საგნებს),  რომლებიც  დაფარულია ზედაპირული საფარით; გ) ადგეზივებს. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები. მუხლი 4🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები „BADGE-ის“ მიმართ 1. მასალებიდან და ნაკეთობებიდან (საგნებიდან) არ უნდა ხდებოდეს ამ მუხლით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაცია და სპეციფიკური მიგრაციის ზღვარი BADGE-სა  და მისი ზოგიერთი წარმოებული პროდუქტისთვის არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით  განსაზღვრულ ზღვრებს. 2. ამ პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი სურსათსა და სურსათის იმიტატორში არ უნდა აღემატებოდეს 9 მგ/კგ-ს. ეს ნივთიერებებია: ა) BADGE [= 2,2-ბის (4-ჰიდროქსიფენილ) პროპან ბის (2,3-ეპოქსიპროპილ) ეთერი] (CAS No = 001675-54-3); ბ) BADGE.H2O (CAS No = 076002-91-0); გ) BADGE.2H2O (CAS No = 005581-32-8). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს  9 მგ/6 დმ​2-ს, იმ შემთხვევაში, თუ: ა) ნაკეთობები (საგნები) წარმოადგენენ კონტეინერებს ან კონტეინერის მსგავს ნაკეთობას ან რომლებიც შესაძლებელია, შევსებულ იქნეს  არანაკლებ 500 მლ ან არაუმეტეს 10 ლ-ზე მეტი მოცულობით; ბ) ნაკეთობა (საგანი) წარმოადგენს ფურცელს, ფირფიტას ან სხვა მასალას, რომელთა შევსება ვერ მოხდება და, შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მასალების ზედაპირის ფართობსა და შეხებაში მყოფ სურსათის რაოდენობას შორის კავშირის შეფასება. 4. ამ   პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის   ჯამი სურსათსა და სურსათის იმიტატორში არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ/კგ-ს. ეს ნივთიერებებია: ა) BADGE.HCl (CAS No = 013836-48-1); ბ) BADGE.2HCl (CAS No = 004809-35-2); გ) BADGE.H2O.HCl (CAS No = 227947-06-0). 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი  არ უნდა  აღემატებოდეს 1  მგ/6  დმ​2-ს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. 6. მიგრაციის ტესტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 5🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები „BFDGE-ის“ მიმართ მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) წარმოებაში აკრძალულია BFDGE-ის არსებობა/შემცველობა და/ან გამოყენება. მუხლი 6🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები  „NOGE-ის“ მიმართ მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) წარმოებაში აკრძალულია NOGE-ის არსებობა/შემცველობა და/ან გამოყენება. მუხლი 7🔗. წერილობითი დეკლარაცია მასალებსა და ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც შეიცავენ „BADGE-სა“ და მის წარმოებულებს, დისტრიბუციის ეტაპზე (გარდა საცალო ვაჭრობის ეტაპისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისობის დეკლარაცია), რომელიც უნდა წარედგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს  (შემდგომში − სააგენტო) მოთხოვნისთანავე. მუხლი 8🔗. დამატებითი მოთხოვნები 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე აღნიშნულია   მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადა/თარიღი. შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადა/თარიღი შესაძლებელია, შეცვლილ იქნეს სხვა მინიშნებით, იმ პირობით, თუ ეს მინიშნება შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადის/თარიღის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადა/თარიღი ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სააგენტოსათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და ნაკეთობების (საგნების)  გამოყენების შემთხვევაში, სურსათის ბიზნესოპერატორი ვალდებულია,  მომხმარებელს მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია სურსათის დამზადების თარიღის შესახებ ანუ იმ თარიღის შესახებ, როდესაც სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე.