საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2009
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.10.003.001.219
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.07.2015
- №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
- №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
- №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
- №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 35.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №8
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანდართული დებულება.
2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის დანიშვნამდე ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და მასში შემავალი სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – იურიდიული დახმარების სამსახურისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მოსამსახურეები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნამდე მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ,,პატიმრობის შესახებ“, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“, ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2009 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედებული ცვლილებების ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მოწმობების, ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადებამდე, ამ დადგენილების მე-3 პუნქტში მითითებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოიყენება 2009 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი მოწმობები, ბლანკები, ბეჭდები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები.
5. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულიას ქ. №3ა
.
მუხლი 2🔗.
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3🔗.
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების განხორციელების ორგანიზება და სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, მათი მატერიალურ-ტექნიკური და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვა, მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, კანონით გათვალისწინებული წესით მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთქმედება იმ დანაშაულთა გამოვლენაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5🔗.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამარათლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისათვის;
თ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
კ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
ნ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ო) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
პ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
რ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ტ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
უ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
ფ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მიზანშეუწონლობის მოტივით;
ქ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ღ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 7🔗.
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 8🔗.
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) გამომძიებლები;
დ) სამინისტროს მრჩევლები;
ე) სამინისტროს სპეციალისტები.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
4. გამომძიებლებს, სამინისტროს მრჩევლებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით.
5. გამომძიებლების, სამინისტროს მრჩევლებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 9🔗.
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) გენერალური ინსპექცია;
გ) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) საგამოძიებო დეპარტამენტი.
მუხლი 10🔗.
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური.
მუხლი 11🔗.
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) იურიდიული დახმარების სამსახური;
ბ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი.
თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 12🔗.
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 13🔗.
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
დ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ე) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ვ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ზ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
თ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 14🔗.
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება.
მუხლი 15🔗.
საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;
გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის შექმნა და რეზერვისტთა მიზნობრივი გამოყენება;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება;
კ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
მუხლი 16🔗.
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ე) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ზ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
თ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
კ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
მუხლი 17🔗.
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 18🔗.
საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421
, 378-ე, 3781
, 3782
, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა წინასწარი გამოძიება;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421
, 378-ე, 3781
, 3782
, 379-ე, 380-ე, 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულთა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 19🔗.
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.