სააქციო საზოგადოება „სხივის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის თაობაზე

სააქციო საზოგადოება „სხივის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით, იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2021 წლის 26 ნოემბერს, დღის 12 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. წყალტუბო, გ. ტაბიძის მე-2 შესახვევი, №1.

სს „სხივის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2021 წლის 28 ოქტომბერი.

დღის წესრიგი:

1. სს „სხივის“ – ს/ნ 221268820 რეორგანიზაცია – ნატურით გაყოფა.

2. სს „სხივის“ აქციონერის ლიპარტელიანი მირიანის (პ/ნ 53001000641) ნატურით გამოყოფა მის მფლობელობაში არსებული სს „სხივის“ სრული 51.00504% პროცენტული წილით შპს-ს სახით, რომლის 100%-იანი პარტნიორი იქნება ლიპარტელიანი მირიანი (პ/ნ 53001000641).

3. სს „სხივისს“ საწესდებო კაპიტალის და აქციების შემცირება ლიპარტელიანი მირიანის (პ/ნ 53001000641) მფლობელობაში მყოფი ყველა – 8399 (რვა ათას სამას ოთხომცდაცხრამეტი) ცალი აქციით, საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა 8068 (რვა ათას სამოცდარვა) აშშ დოლარის ოდენობით, 1 აქციის ნომინალური ღირებულებით 1 აშშ დოლარი.

4. ცვლილებები სს „სხივის“ წესდებაში.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „სხივის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებადან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2021 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს „სხივის“ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელ.: 222 53 51; 225 15 60.

დირექტორი                                                            გ. ჩანქსელიანი