“სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 25.09.2001
ძალის დაკარგვა 13.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №358/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.220.000.11.119.004.988
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 03/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family-f:LitNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:.5in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family-f:LitNusx; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.220.000.11.119.004.988
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №358/ნ
2001 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესის დამტკიცების შესახებ
სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) დედის მიერ მიტოვებული ახალშობილის დროულად გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში, ან შესაბამის სტაციონარში ხშირად გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ვ” პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მელოგინისა და ახალშობილის გაწერის თანდართული წესი.
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ.ღუდუშაურს.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.
ა. ჯორბენაძე
სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მელოგინისა და ახალშობილის გაწერის წესი
1. მელოგინე, მშობიარობის შემდგომი პერიოდისა და ახალშობილი ადრეული ნეონატალური პერიოდის გაურთულებელი მიმდინარეობის შემთხვევაში, ჭიპლარის მოვარდნისა და ჭიპლარის ჭრილობის კარგი მდგომარეობის დროს, აგრეთვე ბავშვის სხეულის მასის დადებითი დინამიკისა და სწორი, დროული პატრონაჟის პირობის შემთხვევაში შეიძლება გაწერილ იქნენ მშობიარობიდან მე-4-5 დღეს.
2. სამშობიარო სახლიდან გაწერამდე ექიმი-პედიატრი თითოეულ პალატაში ატარებს საუბარს მელოგინეებთან სახლის პირობებში ბავშვის მოვლისა და კვების შესახებ, მორიგე ექთანი კი ვალდებულია დამატებით დაამუშაოს და ხელახლა შეახვიოს ბავშვი პალატაში.
3. გასაწერ ოთახში ჰაერის ტემპერატურა, რომელიც უნდა იყოს (22-24 გრადუსი), ყოველდღიურად მოწმდება.
4. ბავშვების გადახვევა ხდება სპეციალურად დაყენებულ გადასახვევ მაგიდებზე, რომლებიც თითოეული ბავშვის მოვლის შემდეგ დამუშავებული იქნება სადეზინფექციო ხსნარით (ქლორამინის 1% ხსნარით), ეს უკანასკნელი ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოს.
5. გასაწერ ოთახში ახალშობილთა განყოფილების ექთანი ახვევს ბავშვს სახლიდან მოტანილ თეთრეულში, ასწავლის დედას შეხვევას, მიაქცევს მის ყურადღებას გვარის, სახელისა და მამის სახელის ჩანაწერზე, სამაჯურებსა და მედალიონზე, ბავშვის კანის საფარველისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე, კიდევ ერთხელ უყვება სახლის პირობებში ახალშობილის მოვლის თავისებურებებზე.
6. ახალშობილის ისტორიაში სამშობიარო სახლიდან მისი გაწერის დროს მედდა აღნიშნავს კანის საფარველისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობას, გააცნობს დედას ამ ჩანაწერს. ჩანაწერი დასტურდება ექთნისა და დედის ხელმოწერით.
7. ახალშობილის მომსახურე სამშობიარო სახლსა და ბავშვთა პოლიკლინიკას შორის აუცილებელი უწყვეტობის უზრუნველსაყოფად სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი და ექიმი - პედიატრი ვალდებულია აღნიშნოს გაცვლა-გამოცვლის ბარათში ძირითადი ცნობები დედისა და მისი ახალშობილის შესახებ: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობის თავისებურებანი, ქირურგიული ჩარევის არსებობა, ახალშობილის შეფასება აპგარის შკალის მიხედვით, სამშობიარო დარბაზში განხორციელებული ღონისძიებები (თუ ბავშვი მათ საჭიროებდა). გაცვლა-გამოცვლის ბარათში ასევე აღინიშნება ადრეული ნეონატალური პერიოდის მიმდინარეობის თავისებურებანი: ჭიპლარის მოვარდნის დრო და ჭიპლარის ჭრილობის მდგომარეობა, სხეულის მასა და მდგომარეობა მშობიარობის მომენტში და გაწერისას, ვაქცინაციის თარიღი და ბცჟ ვაქცინის სერია (თუ არ ჩატარებულა – უარის მიზეზი), ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევების მონაცემები (ფენილკეტონურიაზე, გალაქტოზემიაზე, ჰიპოთირეოზზე და სხვა).
8. დედისა და ახალშობილის სისხლის რეზუსკუთვნილების ან ABO-სისტემის მიხედვით შეუთავსებლობის შემთხვევაში გაცვლა-გამოცვლის ბარათში აღნიშნავენ რეზუს კუთვნილებას, დედისა და ბავშვის სისხლის ჯგუფს და სისხლის მაჩვენებლებს დინამიკაში.
დედის ჰიპოლაქტაციის შემთხვევაში, ეს აღინიშნება გაცვლა-გამოცვლის ბარათში და ეძლევა რეკომენდაცია ლაქტაციის გაუმჯობესების თაობაზე.
ასფიქსიის, სამშობიარო ტრამვის, ბავშვის დაავადების შემთხვევაში გაცვლა-გამოცვლის ბარათში აღნიშნავენ არა მხოლოდ დიაგნოზს, ბავშვის გამოკვლევის მონაცემებს და ჩატარებულ მკურნალობას, არამედ ბავშვის შემდგომი მართვის, კვების, სამკურნალო ღონისძიებათა რეკომენდაციებს.
9. გაცვლა-გამოცვლის ბარათის გარდა, რომელსაც ხელზე აძლევენ დედას, ახალშობილთა განყოფილების უფროსი ექთანი ბავშვის გაწერის დღეს ტელეფონით ატყობინებს შესაბამის ბავშვთა პოლიკლინიკას მის საცხოვრებელ ადგილზე ძირითად ცნობებს ბავშვის თაობაზე – რათა ბინაზე პირველი პატრონაჟი იყოს უფრო ადრეული და აღნიშნავს ახალშობილთა განყოფილების (პალატის) ჟურნალში, შესაბამის გრაფაში გაწერის თარიღსა და პოლიკლინიკის იმ თანამშრომლის გვარს, რომელმაც მიიღო ეს სატელეფონო შეტყობინება. ახალშობილის გაწერის წინ იბარებს უბნის პედიატრს (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).
შენიშვნა: ახალშობილთა გაწერა უმჯობესია ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში. აუცილებელია დედისთვის ახალშობილის მოვლის, კვებისა და აღზრდის თაობაზე ბროშურებისა და რეკომენდაციების მიწოდება.
10. ექიმი აძლევს დედას სამშობიარო სახლის სამშობიარო განყოფილების გაცვლა-გამოცვლის ბარათის საავადმყოფოს ნაწილს (ფორმა №113/ს) ახალშობილზე ცნობებით, ფორმა №27 და დაბადების ცნობას (ფორმა №103/ს-84), რომლის საფუძველზეც ახალშობილის მამა ან მელოგინის ოჯახის წევრი წარმოადგენს ახალშობილის დაბადების მოწმობას სამოქალაქო ატების რეგისტრაციის ორგანოდან, ამასთან ერთად ახალშობილის მშობლები ვალდებულნი არიან თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი და ქორწინების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის დამადასტურებელი ინფორმაცია დაფიქსირებულ უნდა იქნეს, როგორც მშობიარის ასევე ახალშობილის ისტორიებში.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები უარს აცხადებენ ახალშობილის სტაციონარში გადაყვანაზე, მისი გაწერა ხდება ბინაზე მშობლების პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ, მათივე ხელწერილის საფუძველზე. ხელწერილი უნდა ინახებოდეს ახალშობილის ისტორიაში.
12. დედა, ლოგინობის ხანის გართულებისას, მისი ტრანსპორტაბელურობის შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, რეფერალური სისტემით გადაყვანილ უნდა იქნეს საბაზო სტაციონარში. ამ შემთხვევაში ახალშობილი, თუ იგი ჯანმრთელია, ჩვეულებრივ ეწერება ბინაზე სტანდარტით გათვალისწინებული ვადის მიხედვით.
13. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები დროებით უარს აცხადებენ სტანდარტით გათვალისწინებული დროის გასვლის შემდეგ ახალშობილის გაწერაზე, მაშინ იგი შეიძლება დატოვებულ იქნეს სამშობიარო სახლში 12 დღის განმავლობაში (ფინანსურ მხარეს უზრუნველყოფს სამშობიარო სახლი).
14. მელოგინისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, ისინი გადაყვანილი უნდა იქნენ რეფერალური სისტემით შესაბამის საბაზო სტაციონარებში.
15. მელოგინე და ახალშობილი სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) ეწერებიან ერთად.
16. მელოგინისა და ახალშობილის სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) გაწერის თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს მკურნალი ექიმი, განყოფილების გამგესთან შეთანხმებით (მელოგინის შემთხვევაში – მეან-გინეკოლოგი, სამეანო განყოფილების გამგე; ახალშობილის შემთხვევაში – ნეონატოლოგი, ახალშობილთა განყოფილების გამგე).
17. მელოგინისა და ახალშობილის სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) გაწერის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაში (მშობიარისა და ახალშობილის ისტორიაში), რის შესახებ ჩანაწერი კეთდება ბოლო კურსუსსა და გაწერის ეპიკრიზში, მელოგინისა და ახალშობილის გაწერის თაობაზე აღინიშნება აგრეთვე: ახალშობილთა განყოფილებაში, ახალშობილთა სარეგისტრაციო ჟურნალში, სამეანო განყოფილებაში, მშობიარეთა სარეგისტრაციო ჟურნალში.
18. მელოგინისა და ახალშობილის სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) გაწერის თაობაზე სამედიცინო დოკუმენტაციაში შეტანილ ჩანაწერს ხელმოწერით ადასტურებენ მკურნალი ექიმები, განყოფილების გამგეები, პალატის ექთნები, ბებიაქალი და თვით დედა, ამასთან ერთად ჩანაწერი და ხელმოწერა კეთდება გარკვევით, თარიღისა და საათის მითითებით.
19. მელოგინისა და ახალშობილის სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) გაწერის წინ მკურნალი ექიმები უზრუნველყოფენ შემდეგი დოკუმენტაციის შევსებას:
1. მელოგინის გასაწერად:
ა)--- ფორმა №27;
ბ) გაცვლა-გამოცვლის ბარათის შესაბამისი ნაწილი (ქალთა კონსულტაციისათვის);
გ) დედის პოლისი;
2. ახალშობილის გასაწერად:
ა) ფორმა №27;
ბ) გაცვლა-გამოცვლის ბარათის შესაბამისი ნაწილი (ბავშვთა პოლიკლინიკისათვის);
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობა;
დ) ახალშობილის პოლისი.
20. მელოგინისა და ახალშობილის სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) გასაწერად მელოგინის ოჯახის წევრები (ახლობლები) სამშობიარო სახლში წარმოადგენენ:
ა) მელოგინის პირადობის დამადასტურებელ საბუთს (თუ ეს უკანასკნელი არ იყო წარმოდგენილი მშობიარის სამშობიარო სახლში მოთავსების დროს);
ბ) თუ მელოგინე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ახალშობილის მამასთან, მაშინ წარმოდგენილ უნდა იქნეს ქორწინების მოწმობა;
გ) ახალშობილის დაბადების მოწმობას.
21. თუ მელოგინეს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სამშობიარო ბლოკიდან სამეანო განყოფილებაში გადაყვანისთანავე, მკურნალი ექიმი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე განყოფილების გამგეს, იურისტს და სამშობიარო სახლის ხელმძღვანელს.
22. სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) აცნობოს უახლოეს პოლიციის ადგილობრივ ქვედანაყოფს და მოთხოვოს მელოგინის პიროვნების დადგენა;
ბ) მელოგინის პიროვნების დაუდგენლობის შემთხვევაში, პოლიციის პასუხის საფუძველზე, უზრუნველყოს აქტის შედგენა, რომელსაც ხელს აუცილებლად უნდა აწერდეს: სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი, განყოფილების გამგე, მკურნალი ექიმი, იურისტი, შს განყოფილების წარმომადგენელი და თავად მელოგინე.
23. აქტი დამოწმებული უნდა იყოს სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის ბეჭდით და მასში მითითებული უნდა იყოს:
ა) დედა თავის სახელად და გვარად რას ასახელებს;
ბ) დედა რა სახელსა და გვარს ანიჭებს ბავშვს;
გ) მონაცემები მამის შესახებ (ვინ უნდა ჩაიწეროს მამად).
24. სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი (იურისტი) ვალდებულია:
ა) აღნიშნული აქტისა და ბავშვის დაბადების ცნობის საფუძველზე, ტერიტორიულად უახლოეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაატაროს რეგისტრაციაში ახალშობილის დაბადება და აიღოს დაბადების მოწმობა (თუ მელოგინე არის მარტო, არ ჰყავს ოჯახის წევრები ან ნათესავი, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალშობილის დაბადების რეგისტრაციას და დაბადების მოწმობის აღებას);
ბ) თუ მელოგინე მარტოხელაა, სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) მისი გაწერის თაობაზე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს შინაგან საქმეთა განყოფილებას, ქალთა კონსულტაციას და ბავშვთა პოლიკლინიკას მელოგინის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
გ) თუ მელოგინე მარტოხელაა, დააზუსტოს აქვს თუ არა ახალშობილის მოვლა-აღზრდის პირობები და განუმარტოს ბავშვის უფლებების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მელოგინეს არ გააჩნია ახალშობილის მოვლა-აღზრდის პირობები, განუმარტოს ბავშვის დროებით (ან მუდმივად) ჩვილ ბავშვთა სახლში განთავსების შესაძლებლობების შესახებ, (მისი ბავშვის) როგორც შესაძლებელია, ხშირად მონახულების პირობით;
დ) დაეხმაროს მელოგინეს იმ დოკუმენტაციის მომზადებაში, რომელიც აუცილებელია ახალშობილის ჩვილ ბავშვთა სახლში განსათავსებლად.
შენიშვნა: თუ ახალშობილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას ბავშვთა საავადმყოფოში, ახალშობილის ტრანსპორტირება ხორციელდება რეფერალური სისტემის მობილური ბრიგადის მიერ, ფორმა №27-ის და პოლისის თანხლებით. დაბადების მოწმობას იღებს ახალშობილის ოჯახის წევრი. მშობლების მზრუნველობას მოკლებული ახალშობილის შემთხვევაში სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი (იურისტი).
26. სამშობიარო სახლიდან (განყოფილებიდან) გაპარული მელოგინის ახალშობილის გასაწერად, სამშობიარო სახლის (განყოფილების) ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) მელოგინის გაპარვის ფაქტის დადგენისთანავე გამოიძახოს ტერიტორიულად უახლოესი პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფის წარმომადგენელი;
ბ) მელოგინის გაპარვის თაობაზე შეადგინოს აქტი, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ: მორიგე ექიმი (ვისი მორიგეობის პერიოდშიც გაიპარა მელოგინე), მორიგე ექთანი, მელოგინეთა განყოფილების გამგე, იურისტი, სამშობიარო სახლი (განყოფილების) ხელმძღვანელი და უახლოესი პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფის წარმომადგენელი;
გ) ზემოაღნიშნული წესით შედგენილი აქტის და ახალშობილის დაბადების ცნობის საფუძველზე, უზრუნველყოს ახალშობილის დაბადების რეგისტრაციაში გატარების ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) დედის მიერ მიტოვებული ახალშობილის თაობაზე გადასცეს ინფორმაცია ტერიტორიულად უახლოეს განათლების განყოფილებას, იმ წესით, როგორც ამას ითვალისწინებს მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა აღრიცხვის წესი;
ე) დედის მიერ მიტოვებული ახალშობილი გადაიყვანოს:
ე.ა) თუ ჯანმრთელია, თბილისის ან ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლში, დადგენილი დოკუმენტაციის თანხლებით, 5 დღის ვადაში;
ე.ბ) თუ ავადმყოფია, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა რეფერალური სისტემის მობილური ბრიგადის დახმარებით, შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში.