COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1960
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025934
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1960
2021 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით:
1. 60 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის, მიმღები.
11. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად (ორი დოზის აცრის შემთხვევაში, პირველი დოზით ვაქცინაცია) აიცრება საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 200 (ორასი) ლარის მიმღები.
12. 50 წლისა და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2022 წლის 24 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით ახალი კორონავირუსული დაავადების – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი ბუსტერ დოზით აიცრება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში არსებულ ამცრელ კაბინეტებში ან აიცრება გამსვლელი ბრიგადების მეშვეობით, ავტომატურად ხდება ერთჯერადი სოციალური დახმარების – 100 (ასი) ლარის მიმღები.
2. ამ განკარგულების პირველი, 11 და 12 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) განკარგულების პირველი, 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული პირების პირველადად აცრის ან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით ბუსტერ დოზით აცრის შემდეგ უზრუნველყოფს ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში განთავსებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სოციალური მომსახურების სააგენტო) კალენდარული თვის განმავლობაში ორჯერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით;
ბ) სოციალური მომსახურების სააგენტო ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია, უზრუნველყოს განკარგულების პირველი, 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა ბენეფიციარისათვის სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა (სოციალური მომსახურების სააგენტო და სს „ლიბერთი ბანკი“) შეთანხმების შესაბამისად. სოციალური მომსახურების სააგენტო არ ახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის გადადარებას ან სხვაგვარ დამუშავებას.
3. სოციალური დახმარების გადარიცხვამდე ან გადარიცხვის შემდგომ, სოციალური დახმარების მიმღები პირის მოქალაქეობის დაკარგვის ან გარდაცვალების შეთხვევაში, კუთვნილი სოციალური დახმარება ექვემდებარება გადარიცხვას/გაცემას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროსთვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. იმ ბენეფიციარების დაფინანსება, რომელთა სოციალური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდება 2021 წლის განმავლობაში, განხორციელდება 2022 წლის ასიგნებების ფარგლებში.
5. განკარგულებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღასა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის ამ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი