დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 552,5 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2021 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

1 552,5

03 01

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება

1 112,0

03 02

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება

338.8

03 03

დასუფთავება

101,7

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის  კომუნალური გაერთიანება

დაფინანსება ათას ლარში

03 01

1 112,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის  კომუნალური გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების დაგვა-დასუფთავებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მის გატანას, აგრეთვე, სანიაღვრე და საწრეტი არხების დანალექებისაგან გაწმენდა-გატანას, გარე განათების ქსელების მომსახურებას.

ქვეპროგრამის მიზანია ეკოლოგიურად სუფთა, ესთეთიკურად ლამაზი ქალაქი, განათებული მუნიციპალიტეტი, ქალაქის გაწმენდილი არხები ბუნებრივი ნალექისგან.

მოსალოდნელი შედეგი

დასუფთავებული ქალაქი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამით განათებული ქუჩები; გაწმენდილი სანიაღვრე არხების შენარჩუნებული გამტარუნარიანობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება

დაფინანსება ათას ლარში

03 02

338.8

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი არის ქალაქის იერსახის გაუმჯობესება არსებული სკვერების, პარკების კეთილმოწყობით, სანერგე მეურნეობის მოწყობა-ექსპლოატაციით, მწვანე ნარგავების მოვლით. აგრეთვე, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პარკების სანიტარული დაცვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებული სასაფლაოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პანთეონების და სასაფლაოების ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება.

მოსალოდნელი შედეგი

სამტრედია გამწვანებული, კეთილმოწყობილი და ესთეტიკური ქალაქი.

პროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება

დაფინანსება ათას ლარში

03 03

101.7

პროგრამის აღწერა და მიზანი

დასუფთავების ღონისძიებები - სამტრედიის  მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს  წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებ