⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.06.2022)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2021
ძალის დაკარგვა 24.06.2022
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 280090050.32.061.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,004 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2021 მიღება
24.06.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №30 2021 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით: 1. დამტკიცდეს, თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1) და სოციალური ვაუჩერის ფორმა (დანართი №2). 2. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ (მ. ჯაჭვლიანი) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე                                                             რუსლან აბაშიძე . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე დანართი №1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთითიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან - ზემო აფხაზეთითიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა (შემდგომში დევნილი) სოციალური  უზრუნველყოფის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13  მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართებლივი აქტების შესაბამისად. 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის განსახორციელებლად და მის ფარგლებში საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით შექმნილი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული - ტერიტორიიდან ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისია“ (შემდგომში-კომისია). 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. 2. ამ წესის მიზნებისთვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს: ა) ზემო აფხაზეთიდან სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ერთ წლამდე და ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვების კვების პროდუქტებით და ჰიგიენის საგნებით ერთჯერადი დახმარების ვაუჩერის წესით დაფინანსებას -  240 ლარის ოდენობით; ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის (ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი) ერთჯერად ფულად დახმარებას - 200 ლარის ოდენობით; მუხლი 3🔗. ერთჯერადი დახმარების მიღების პირობები, წარსადგენი დოკუმენტაცია და განცხადების რეგისტრაციის წესი 1. ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა (ბენეფიციარი), მშობელმა, ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია კატეგორიების მიხედვით: ა) ზემო აფხაზეთიდან   სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ერთ წლამდე და ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დაფინანსების მიზნით - წარმოდგენილ უნდა იქნეს: ა.ა) განმცხადებლის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი) ა.ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) დევნილის მოწმობა; ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); ა.დ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი); ა.ე) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი); ა.ვ) არსებობის შემთხვევაში - მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი); ა.ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე. ბ) ზემო აფხაზეთიდან დევნილ, ამჟამად უმუშევარ ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი დახმარების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს: ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ.ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი); ბ.გ) არასაპენსიო ასაკის განმცხადებელმა - ცნობა საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ რომ განმცხადებელი 2021 წლის 1 იანვრიდან არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი; ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ. 2. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართზე. განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. 3. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული. 4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ. 5. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბენეფიციარზე (ბიუჯეტით განსაზღვრული კატეგორიის მქონე ბენეფიციარი) ან მძიმე სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ამ წესის მიზნებისათვის ერთ ოჯახად ითვლება ერთსა და იმავე მისამართზე დევნილად დარეგისტრირებული ან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთსა და იმავე მისამართზე დაფიქსირებული წევრები) ორ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაწევა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრთა დევნილად რეგისტრაციის მისამართსა და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მისამართს შორის არის სხვაობა აღნიშნულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია. მუხლი 4🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. კომისიას სამართლებრივი აქტით ქმნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისაგან, რომელიც შეიძლება იმავდროულად იყოს წარმომადგენლობის ხელმღვანელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და არანაკლებ 3 (სამი) კომისიის წევრისაგან. კომისიის მდივნის ფუნქცია, კომისიის გადაწყვეტილებით, ეკისრება კომისიის ერთ-ერთ წევრს. 3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომელიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. 4. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე,  ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 6. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები. 8. კომისიის თავმჯდომარე:  ა) წარმართავს კომისიის მუშაობას; ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგსა და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას; გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს; დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის მასალებთან ერთად  წარედგინება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართათვის თანხის გადარიცხვის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს - ბრძანებას. მუხლი 5🔗. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.