ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 16.11.2021
ძალის დაკარგვა 28.02.2022
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016321
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 311 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.2021 მიღება
28.02.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია დიასამიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2021 წლის 16 ნოემბერი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი’’-ს 94-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტერის საკრებულო  დაადგინა: 1. დადგინდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია დიასამიძე დანართი 1. მშენებლობის სახეობა: (255-ე დადგენილება, მუხლი 4🔗.) 2. განაშენიანების სახეობა: (261-ე დადგენილება, მუხლი 40🔗.) 3. ფუნქციური დანიშნულება (261-ე დადგენილების 6-17 მუხლებიდან): 4. სამშენებლო ტერიტორიის მდებარეობა ფუნქციური ზონაში: (261-ე დადგენილება, მუხლი 4🔗. პუნქტი 2.) 5. სამშენებლო ტერიტორიის მდებარეობა სამშენებლო ქვეზონები: (261-ე დადგენილება, მუხლი 4🔗. პუნქტი 3.) 6. განაშენიანების ძირითადი პარამეტრები: (261-ე დადგენილების დანართი #1) მაქსიმალური დასაშვები კ-1 = საპროექტო კ-1 = დადგენილი კ-2 = საპროექტო კ-2 = დადგენილი კ-3 = საპროექტო კ-3 = განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე (მ) = განაშენიანების სართულიანობა (რომაული ციფრებით, მაგ: III) = მშენებლობის დეტალურ შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაცია (255-ე დადგენილების მუხლი 23🔗.) 1) საკადასტრო მონაცემები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 2) ნებართვის მაძიებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამისი რეკვიზიტები), ხოლო წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში – სათანადო რწმუნებულება; 3) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის განვითარებასთან დაკავშირებით (განმარტებითი ბარათი და შევსებული დანართი N1-ის ფორმა); 4) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000); 5) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკადასტრო რუკა) დადგენილი მასშტაბით; 6) მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები; 7) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი; 8) არქიტექტურული პროექტი (255-ე დადგენილება, მუხლი მე-13); 9) საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა; 10) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა 11) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგები; 12)  წინასაპროექტო გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში); 13) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციას.