„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2021 წლის 17 ნოემბერი ქ. ჩხოროწყუ |
„მუხლი 27. საქმისწარმოება და პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
1. მერიაში საქმისწარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. მერიის საქმისწარმოების პროცესში დოკუმენტები მატერიალური სახით შეიძლება მომზადდეს და გაფორმდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში და ასევე, მერიაში შექმნილი კოლეგიური ორგანოების გადაწყვეტილებების გაფორმებისას.
3 ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის – „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა – MSDA" მეშვეობით.
4. მერიის საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები და მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით.
5. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების, მათ შორის: სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;
თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
ი) ფოტოსურათი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მერია ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.
8. ამ მუხლის მიზნებისთვის მერია მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.11.2021.
- როდის იქნა მიღებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.11.2021. მიმღები ორგანო — ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.107.016393.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.11.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №13, 17.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016393 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5282964/