საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-90/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-90/ნ

2021 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო –  ემბლემა თანდართული სახით.

2. ემბლემის აღწერილობა –  მეწამული არშიით შედგენილი ჰერალდიკური ფარის ვერცხლის ველზე გამოსახულია მეწამულით და ლაჟვარდით შედგენილი ორი ხელის სტილიზირებული გამოსახულება.

მეწამული (წითელი) ფერის გამოსახულება (#FF0000. R:225; G:0; B:0. C:0 M:100; Y:100; K:0).

ლაჟვარდი (ლურჯი) ფერის გამოსახულება (#374FA2. R:55; G:79; B:162. C:90 M:80; Y:0; K:0).

ვერცხლი (თეთრი) ფერის გამოსახულება (#FFFFFF. R:255; G:255; B:255. C:0; M:0; Y:0; K:0).

3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და აშ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები, შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე