“საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 27.09.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლების მინისტრი
ნომერი №225
სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.11.101.004.996
გამოქვეყნების წყარო სსმ, 108, 09/10/2001
matsne.gov.ge 1,849 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 45.0pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.11.101.004.996 საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №225 2001 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ალ. კარტოზია საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს განათლების სამინისტროს აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროთა აპარატების, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებზე. თავი II საკონკურსო- საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა საჯარო მოხელის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაცო კომისია (შემდგომში კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი, თავმჯდომრის მიერ განათლების მინისტრთან შეთანხმებით. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.     მუხლი 3🔗. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლები სამინისტროების საკონკურსო საატესტაციო კომისია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებში საკონკურსო – საატესტაციო კომისიები იქმნება დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.     მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე განათლების მინისტრთან შეთანხმებით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა. განათლების სამინისტროს კადრების სამმართველო უზრუნველყოფს მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.     მუხლი 5🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან განათლების სისტემის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III კონკურსი     მუხლი 6🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.     მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება კონკურს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. კონკურსი ცხადდება ოფიციალურად ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 8🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო ( შემდგომში სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 5 წელი. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.     მუხლი 9🔗. მოთხოვნები რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს საჯარო მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე (მამაკაცები – 65 წლამდე, ქალები – 60 წლამდე) რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება, და ფლობს სახელმწიფო ენას. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს განათლების მინისტრი.     მუხლი 10🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ავტობიოგრაფია; განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა: გ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი:     მუხლი 11🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 12🔗. კონკურსის პირობები კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.     მუხლი 13🔗. ტესტირება ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს განათლების მინისტრი. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას. კონკურსანტი ტესტირებისგან თავისუფლდება, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი შესაბამისი სპეციალობით. ტესტირების ჩატარების წესებს საკონკურსი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს განათლების მინისტრი. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს.     მუხლი 14🔗. გასაუბრება საჯარო მოხელის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.     მუხლი 15🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.     მუხლი 16🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ – ცალკე. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი. იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 17🔗. კონკურსის შედეგები ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. კონკურსის შედეგების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.  კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.     მუხლი 18🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV მოხელის ატესტაცია     მუხლი 19🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი. I. ატესტაციას ექვემდებარება: საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); საჯარო მოხელე რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: საჯარო მოხელე რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით საჯარო მოხელე რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.     მუხლი 20🔗. ატესტაციის დრო ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს 14 დღით ადრე მაინც. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.     მუხლი 21🔗. ატესტაციის ჩატარების წესი ატესტაციის ჩასატარებლად 10 დღით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალი ხელმძღვანელის წინადადების საფუზველზე, მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელიც კურირებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას მის ინდივიდუალურ თვისებებს. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას; ატესტაცია ტარდება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან ტესტირების გზით. ატესტაციის მიზანია დადგინდეს საჯარო მოხელის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს განათლების მინისტრი. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ჩაითვლება შეთავაზებული ტესტის 75% სწორი პასუხი). გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.     მუხლი 22🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლით. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ–ერთი შემდეგი დასკვნა: შეეფერება დაკავებულ თანამდებობას; ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დაკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყონებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 23🔗. ატესტაციის შედეგები ატესტაციის შედეგები საქართველოს განათლების მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. საქართველოს განათლების მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 24🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლების მინისტრი. თავი V საჯარო მოხელეთა რეზერვი     მუხლი 25🔗. საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანი საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს: საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა; საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა; სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.     მუხლი 26🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს განათლების სამინისტროს საკადრო სამსახური.     მუხლი 27🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113–120-ე მუხლებით.