სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
მიღების თარიღი 12.11.2021
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.11.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საგაბესკირიოს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ნოსირის
უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელაში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №37
2021 წლის 12 ნოემბერი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ე“ პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ცაგურიას მოხსენებითი ბარათის (სარეგისტრაციო №41-41212097) და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 21 ოქტომბრის № 25 სხდომის ოქმის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიიღო განკარგულება :
1. სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო-ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს ქართველი მწერლის ,,გიორგი ჭალადიდელის“ სახელი. (ორთოფოტო თან ერთვის).
2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში) ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).
3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. №247).
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი