საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 30.01.2009
ძალაში შესვლა 01.02.2009
ძალის დაკარგვა 03.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 30/01/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.08.2018
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 03.01.2017
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.08.2018
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 10.08.2017
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 01.07.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.1pt .5in 53.85pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №10
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დანიშვნამდე ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ შესაბამისი აქტების გამოცემამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.
4. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
პირველი ვიცე-პრემიერის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
5. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის.
6. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.
7. სამინისტროს ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.
მუხლი 2🔗. სამინისტროს მმართველობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
2. კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ამოცანებია:
ა) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული სფეროებისა და დარგების განვითარების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, კონცეფციების და სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი;
ბ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის, ცენტრალური, რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
გ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
დ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე წინადადებების მომზადება;
ვ) საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად წინადადებების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
თ) თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;
ი) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების საქმიანობის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი;
კ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების კოორდინაცია;
ლ) სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო სამსახურების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;
ნ) ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვის განხორციელება;
ო) საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელება და კონტროლი;
პ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მონიტორინგი;
რ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებისა და თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ს) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებებისა და ამოცანების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მუხლი 4🔗. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები
1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი (დეპარტამენტი);
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტი;
ვ) რეგიონული პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;
ზ) სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მობილიზაციის დეპარტამენტი;
თ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
2. სტრუქტურულ ერთეულში მინისტრის ადმინისტრაციული აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოები ან/და განყოფილებები.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
ბ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;
გ) მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (არქმშენინსპექცია).
მუხლი 6🔗. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;
ბ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი.
მუხლი 7🔗. სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
გ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ვ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურას და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ზ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსს და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;
ი) მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;
კ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს;
ლ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;
მ) საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალების ფორმას და მისი შევსების წესს, რომელიც წარმოადგენს ფრენის მიზნის, ამოცანისა და მარშრუტის განმსაზღვრელ ძირითად საბუთს;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ამტკიცებს საავტომობილო გზების შეკეთების, მოვლა-შენახვის, საექსპლუატაციოდ მიღების, ამ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოების მომწესრიგებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ო) მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ჟ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისათვის კომპეტენციის ფარგლებში;
რ) უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლას და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას; სათანადო საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობას წარუდგენს აგრეთვე წინადადებებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ;
ს) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების ან/და მათი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;
ტ) კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულების შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ მობილიზაციის, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო-სავალდებულო და სამხედრო-სარეზერვო სამსახურში გაწვევის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების შემდეგ ახორციელებს მათი აღსრულების მონიტორინგს;
უ) აუქმებს თავისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე აუქმებს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ფ) უზრუნველყოფს ტრანსპორტის და საავტომობილო გზების სფეროში სახელმწიფო მართვისა და ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას და კონტროლს;
ქ) უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას და აკონტროლებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას;
ღ) უფლებამოსილია, რომ სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;
ყ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
შ) გამოსცემს ბრძანებებს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ჩ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინე-ბით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის არყოფნისას მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას.
6. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8🔗. სამინისტროს პერსონალი
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) მინისტრი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
4. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვა-ლეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებზე;
დ) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად უშუალოდ ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების, მათი წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს.
მუხლი 9🔗. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და კომპეტენცია
სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნ-ველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება და სხდომის ოქმის წარმოება; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; საზოგადოებასა და მედიის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებებისათვის; მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს განთავსების ადგილის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა; სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში; სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების კოორდინაცია;
გ) გენერალური ინსპექცია – კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ კანონიერებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება-საჩივრებისა და ინფორმაციის შესწავლა, შესაბამისი დასკვნების მომზადება და რეაგირებისთვის მინისტრთან წარდგენა;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტი – სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავების ორგანიზება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაცია; სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილების მიხედვით საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტთან ან საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის უზრუნველყოფა; სხვა უწყებებიდან შემოსული, ასევე სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება; სამინისტროს წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში; მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროში შემოსული განცხადება-საჩივრების განხილვა-რეაგირების და სამინისტროს სახელით დასადებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ანგარიშების შესწავლა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და სამი-ნისტროს ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების წარდგენა; სათანადო საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტების გაუქმების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილების გამიჯვნის, მუნიციპალური განვითარების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირების შესახებ წინადადებების შემუშავება; რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება; წინადადებების შემუშავება დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციისა და სხვა განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დეპარტამენტი – სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია; სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვა, პროტოკოლური უზრუნველყოფა, სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა;
ვ) რეგიონული პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი – რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება დეპრესიული, მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით; რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტატისტიკურ მონაცემთა ბაზის დამუშავება; ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი; რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის არსებულ დისპროპორციათა შემცირების უზრუნველსაყოფად; წინადადებების შემუშავება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებისათვის; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის მონიტორინგის განხორციელება; სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციის ეფექტიანობის ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად სათანადო წინადადებების მოზადება; საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებაში მონაწილეობა საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, ცენტრალურ ბიუჯეტთან ურთიერთობის, აგრეთვე ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე; წინადადებების მომზადება თვითმმართველი ერთეულის შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; ტერიტორიულ ჭრილში საბიუჯეტო პროცესის რეგულირების საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ზ) სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მობილიზაციის დეპარტამენტი – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა; სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების დაყვანა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებამდე და მისი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა; სამხედრო გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტი – ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და ერთიანი პოლიტიკის განხორციელება; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით უწყებათაშორის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა სხვა დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის მომზადებაში მონაწილეობა; საავტომობილო გზების შეკეთების, მოვლა-შენახვის, საექსპლუატაციოდ მიღების, ამ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების კოორდინაცია მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის გათვალისწინებით; კომპეტენციის ფარგლებში მეთოდური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად; დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზი, შესაბამისი წინადადებების, პროექტების, მეთოდოლოგიისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადებაში; კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების ორგანიზებაში მონაწილეობა.
მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულება
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.