⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2023)
გაუქმებულია:

„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.09.2021
ძალაში შესვლა 20.09.2021
ძალის დაკარგვა 01.07.2023
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №29355
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016651
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,346 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2021 მიღება
20.09.2021 ძალაში შესვლა
01.07.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

„გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე (ძალადაკარგულია - 11.07.2023, №16734) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №29355 2021 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5  ნაწილის, „სსიპ - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების, აგრეთვე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 6​1 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქცია, №1 დანართის შესაბამისად. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული შიდა ინსტრუქციის მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით, 2021 წლის 20 სექტემბერს განხორციელდეს გადასახადის გადამხდელებისთვის მათი სიდიდის შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრა. 3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის მიზნებისათვის გამოყენებულ იქნეს 2021 წლის პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში გადასახადის გადამხდელთა სიდიდის შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრისთვის გამოყენებული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მონაცემები, რომლებშიც გაითვალისწინება 2021 წლის 20 სექტემბრამდე განხორციელებული ცვლილებები და დაზუსტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 სექტემბრიდან. სამსახურის უფროსი                                                                                                  ლევან კაკავა დანართი №1  „გადასახადის გადამხდელისთვის  სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის,  გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქცია თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ინსტრუქციის მიზანი „გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, გაუქმებისა და აღრიცხვის წესის შესახებ“ შიდა ინსტრუქციის (შემდგომში – ინსტრუქცია) მიზანია, გადასახადების ადმინისტრირებისთვის, განისაზღვროს გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის, აგრეთვე განსაზღვრული კატეგორიის გაუქმებისა და აღრიცხვის წესი. მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე ინსტრუქცია არეგულირებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 6​1 მუხლით გათვალისწინებულ გადასახადის გადამხდელთა სიდიდის შესაბამისი კატეგორიების განსაზღვრასთან, აგრეთვე, განსაზღვრული კატეგორიების გაუქმებასა და აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 3🔗. სიდიდის კატეგორიის განსაზღვრა 1. სიდიდის კატეგორიის განსაზღვრა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ, კონკრეტული პერიოდისათვის, გადასახადის გადამხდელის სიდიდის შესაბამის კატეგორიაში მოქცევას: ა) პროგრამულად – გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – გასს) შესაბამის მოდულში, ამ ინსტრუქციის მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) ადამიანური რესურსის ჩართულობით – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. სიდიდის კატეგორია შეიძლება იყოს: ა) მსხვილი; ბ) საშუალო; გ) მცირე. 3. მიუხედავად ამ ინსტრუქციის მე-6-მე-8  მუხლებით გათვალისწინებული დებულებებისა, შემოსავლების სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, ცალკეულ გადასახადის გადამხდელ(ებ)ს შესაძლებელია, ამ ინსტრუქციისგან განსხვავებული წესითა და ვადით განესაზღვროს სიდიდის შესაბამისი კატეგორია. 4. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელი, შესაბამისი კატეგორიის მიხედვით, მოიხსენიება როგორც „მსხვილი გადამხდელი“, „საშუალო გადამხდელი“ ან „მცირე გადამხდელი“. მუხლი 4🔗. სიდიდის კატეგორიის გაუქმება გადასახადის გადამხდელისთვის სიდიდის შესაბამისი კატეგორიის გაუქმება გულისხმობს გადასახადის გადამხდელისთვის განსაზღვრული კატეგორიის მოხსნას: ა) პროგრამულად – გასს-ის შესაბამის მოდულში – ამ ინსტრუქციის მე-6-მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) ადამიანური რესურსის ჩართულობით –  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 5🔗. სიდიდის კატეგორიების აღრიცხვა გადასახადის გადამხდელების სიდიდის შესაბამისი კატეგორიების აღრიცხვა გულისხმობს, თითოეული გადასახადის გადამხდელისთვის კატეგორიის განსაზღვრის შემდეგ ამ კატეგორიის ასახვას გასს-ის შესაბამის მოდულში. თავი II. საქმისწარმოება მუხლი 6🔗. მსხვილი გადამხდელი 1. მსხვილი გადამხდელია პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები, ჯამურად, ტოლია ან მეტია 80 000 000 ლარზე. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმისა, მსხვილი გადამხდელი შეიძლება იყოს: ა) პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში ექსპორტის/რეექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ღირებულება, ჯამურად, ტოლია ან მეტია 40 000 000 ლარზე; ბ) პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის წლის წინა კალენდარული წლის მიხედვით დეკლარირებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის (გარდა მიწისა) ღირებულება ტოლია ან მეტია 150 000 000 ლარზე; გ) პირი, რომელიც ეწევა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ საბანკო საქმიანობას; დ) პირი, რომელიც ეწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულ საქმიანობას (გარდა წამახალისებელი, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა) და მის მიერ მსხვილი გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრის  თვის წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების/მოსაკრებლების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 1 500 000 ლარზე; ე) პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამსა და საბაჟო დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამს შორის უმაღლესი ტოლია ან მეტია 20 000 000 ლარზე; ვ) პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით წარმოდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების საშუალო რაოდენობა ტოლია ან მეტია 1 000-ზე. 3. მსხვილი გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრა წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების რიგითობის დაცვით. ამასთან, თუ ზედა პუნქტით ან ქვეპუნქტით პირს უკვე განესაზღვრა მსხვილი კატეგორია, გასს-ის შესაბამის მოდულში მისი მონაცემების დამუშავება, შემდგომი ქვეპუნქტ(ებ)ის მიზნებისათვის, აღარ ხორციელდება. 4. გადასახადის გადამხდელს მსხვილი კატეგორია განესაზღვრება: ა) ყოველ 2 (ორი) წელიწადში ერთხელ, პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, თუ პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ერთ-ერთ კრიტერიუმს; ბ) რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ პირ(ებ)ს, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, თუ რეორგანიზაციის დაწყებამდე რეორგანიზაციის სულ მცირე ერთი მხარე იყო მსხვილი გადამხდელი. 5. გადასახადის გადამხდელისთვის მსხვილი გადამხდელის კატეგორიის გაუქმების საფუძვლებია: ა) გარდაცვალება; ბ) რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრაციის გაუქმება; გ) ლიკვიდაცია. 6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადასახადის გადამხდელისთვის მსხვილი გადამხდელის კატეგორია ექვემდებარება გაუქმებას ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვერცერთ კრიტერიუმს. 7. მსხვილ გადამხდელთა კატეგორიის განსაზღვრა არ ხორციელდება: ა) სახელმწიფოსთან მიმართებაში; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებაში; გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში; დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან მიმართებაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების იდენტიფიცირება ხორციელდება „გადასახადის გადამხდელების შესახებ მონაცემთა მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 თებერვლის №2665 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელების შესახებ მონაცემთა მართვის სახელმძღვანელოს“ შესაბამისად. 9. გადასახადის გადამხდელთათვის განსაზღვრული მსხვილი გადამხდელის კატეგორიების აღრიცხვა წარმოებს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად. მუხლი 7🔗. საშუალო გადამხდელი 1. საშუალო გადამხდელია პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები, ჯამურად, ტოლია ან მეტია 1 000 000 ლარზე. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმისა, საშუალო გადამხდელი შეიძლება იყოს: ა) პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის განმავლობაში ექსპორტის/რეექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო ღირებულება, ჯამურად, ტოლია ან მეტია 100 000 ლარზე; ბ) პირი, რომლის მიერ შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამსა და საბაჟო დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ჯამს შორის უმაღლესი ტოლია ან მეტია 100 000 ლარზე. 3. საშუალო გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრა წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების რიგითობის დაცვით. ამასთან, თუ ზედა პუნქტით ან ქვეპუნქტით პირს უკვე განესაზღვრა საშუალო კატეგორია, გასს-ის შესაბამის მოდულში მისი მონაცემების დამუშავება, შემდგომი ქვეპუნქტ(ებ)ის მიზნებისათვის, აღარ ხორციელდება. 4. გადასახადის გადამხდელს საშუალო კატეგორია განესაზღვრება ყოველი კალენდარული თვის პირველიდან 15 რიცხვამდე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ერთ-ერთ კრიტერიუმს და, ამავდროულად, მას არ განესაზღვრა მსხვილი გადამხდელის კატეგორია. 5. გადასახადის გადამხდელისთვის საშუალო გადამხდელის კატეგორიის გაუქმების საფუძვლებია: ა) გარდაცვალება; ბ) რეორგანიზაციის დასრულება (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრაციის გაუქმება); გ) ლიკვიდაცია. 6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადასახადის გადამხდელისთვის საშუალო გადამხდელის კატეგორია ექვემდებარება გაუქმებას: ა) წელიწადში ერთხელ, პირველიდან  15 ივლისამდე პერიოდში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვერცერთ კრიტერიუმს; ბ) თუ მას განესაზღვრა მსხვილი გადამხდელის კატეგორია. 7. გადასახადის გადამხდელთათვის განსაზღვრული საშუალო გადამხდელის კატეგორიების აღრიცხვა წარმოებს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად. მუხლი 8🔗. მცირე გადამხდელი 1. მცირე გადამხდელია პირი, რომელსაც არ განესაზღვრა მსხვილი ან საშუალო გადამხდელის კატეგორია. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობისა, გადასახადის გადამხდელს მცირე კატეგორია განესაზღვრება შემდეგი წესით: ა) ახლად დარეგისტრირებულ პირს – რეგისტრაციისთანავე; ბ) რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ პირს, რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, გარდა ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) წელიწადში ერთხელ, პირველიდან  15 ივლისამდე პერიოდში, თუ მას უუქმდება საშუალო გადამხდელის კატეგორია და არ განესაზღვრება მსხვილი გადამხდელის კატეგორია; დ) ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, პირველიდან 15 ივლისამდე პერიოდში, თუ მას უუქმდება მსხვილი გადამხდელის კატეგორია და არ განესაზღვრება საშუალო გადამხდელის კატეგორია. 3. გადასახადის გადამხდელისთვის მცირე გადამხდელის კატეგორიის გაუქმების საფუძვლებია: ა) გარდაცვალება; ბ) რეორგანიზაციის დასრულება (მათ შორის, რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრაციის გაუქმება); გ) ლიკვიდაცია. 4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადასახადის გადამხდელისთვის მცირე გადამხდელის კატეგორია ექვემდებარება გაუქმებას საშუალო ან მსხვილი გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრისთანავე. 5. გადასახადის გადამხდელთათვის განსაზღვრული მცირე გადამხდელის კატეგორიების აღრიცხვა წარმოებს ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად.