„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 01.12.2021
ძალის დაკარგვა 16.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №796
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.05.2022
დოკუმენტის ტექსტი
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №796
2021 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის (შემდგომ – ეროვნული არქივი) მიერ პირთა მომსახურების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ დროებით წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში − მობილურ იუსტიციის სახლებში ეროვნული არქივის მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების ვაქცინაციის დღეს წარდგენის შემთხვევაში, ერთჯერადად გათავისუფლდნენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მე-3 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მომსახურების საფასურების გადახდისგან (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა).
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანების აღსრულება დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ არქივსა და იუსტიციის სახლს.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე