“№2 ვაკისა №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ”

მიღების თარიღი 03.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №8/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.005.002
გამოქვეყნების წყარო სსმ, 106, 04/10/2001
matsne.gov.ge 552 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“№2 ვაკისა №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 66.25pt 21.3pt 49.65pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.005.002 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №8/2001 2001 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი №2 ვაკის და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის �თ� ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. №2 ვაკისა და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენა ხდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში არა უგვიანეს 9 ოქტომბრისა. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ: ა) ამომრჩეველთა 10 კაციან ჯგუფს; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 3 წევრს. 3. ამომრჩეველთა 10 კაციანმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს არა უმეტეს სამი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 3 წევრმა � არა უმეტეს 6 კანდიდატი. 4. კანდიდატთა წარდგენის შესახებ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი და დათარიღებული� თანხმობა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე. 5. ამომრჩეველთა განცხადების წარდგენისას განცხადებას ხელს აწერს შესაბამისი საარჩევნო უბანში მცხოვრები სულ ცოტა 10 ამომრჩეველი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა) ამომრჩევლის: ა.ა) სახელი და გვარი სრულად; ა.ბ) დაბადების თარიღი, ხოლო 1983 წელს დაბადებულთათვის � აუცილებლად თვე და რიცხვი; ა.გ.) მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; ა.დ) ხელმოწერა; ა.ე) ხელმოწერის თარიღი; ბ) კომისიის წევრობის კანდიდატის: ბ.ა) სახელი და გვარი სრულად; ბ.ბ) დაბადების თარიღი, ხოლო 1983 წელს დაბადებულთათვის � აუცილებლად თვე და რიცხვი; ბ.გ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი; ბ.დ) მისამართი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 6. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა მოხდეს არა უგვიანეს 12 ოქტომბრისა. 7. დაწესდეს წარდგინებათა განხილვის შემდეგ პროცედურა: ა) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს სხდომის წინა დღეს ღია კენჭისყრისათვის წერილობით გადაეცემათ საარჩევნო უბნების მიხედვით განსახილველი კანდიდატების სია; ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი შემოხაზავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ექვს მისთვის მისაღებ კანდიდატს და თავის გადაწყვეტილებას დაადასტურებს ხელმოწერითა და თარიღით; გ) ასეთი წესით შევსებული სია გადაეცემა კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას; დ) ხმის დამთვლელი კომისია საარჩევნო უბნების მიხედვით ითვლის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ადგენს ოქმს და შედეგებს მოახსენებს საოლქო საარჩევნო კომისიას; ე) საოლქო საარჩევნო კომისია ღია კენჭისყრით ამტკიცებს ხმის დათვლის შედეგებს; ვ) არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე ის კანდიდატი, ვინც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობას; ზ) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა; თ) თუ კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრმა შემოხაზა 6-ზე მეტი კანდიდატის გვარი, ასეთი ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად. 8. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიებში ასარჩევ პირთა დასწრება სავალდებულო არ არის. II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე კომისიის მდივანი მამუკა კოპალეიშვილი