ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016724
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 725 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2021 მიღება
01.01.2022 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
მსხვერპლი
ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
მუხლი 2
სოციალური მუშაკი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის  ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი
მუხლი 2
თავშესაფარი
მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას
მუხლი 2
დაფინანსება
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)
მუხლი 2
ბავშვიანი პირი
კანონიერი წარმომადგენელი-მეურვე/მზრუნველი; 12 კვირიდან ორსული.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა" (პროგრამული კოდი: 06 02 19) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 21.12.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ბავშვიანი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა“ (პროგრამული კოდი: 06 02 15) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 23.06.2021 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.12.2018 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საკურორტო მომსახურება“ (პროგრამული კოდი: 06 02 18) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 21.12.2023 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 24.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 16) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №289 2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (კოდი 06 02 ) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და  მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“ (კოდი 06 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე დანართი №1 „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების  პროგრამა“ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ძალადობის მსხვერპლი ბაშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 06 02 --) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბავშვიანი პირების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებას. 2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება (შემდგომში-„ქვეპროგრამის განმახორციელებელი“). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). ბ) სოციალური მუშაკი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის  ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი; გ) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას; დ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მატერიალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) ე) ბავშვიანი პირიკანონიერი წარმომადგენელი-მეურვე/მზრუნველი; 12 კვირიდან ორსული. მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის მიზანი და ამოცანა 1. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა არის, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერების ღონისძიება, რომლის მიზანია ძალადობის მსხვერპლთა მიერ თავშესაფრის დატოვების შემდგომ პერიოდში, რესოციალიზაცისაა და საწყისი ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა, მისი ღირსების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. 2. ქვეპროგრამის ამოცანაა, თავშესაფრის დატოვების შემდგომი არსებული გამოწვევებისა და კრიზისული სიტუაციის დაძლევა. 3. ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მხარდაჭერის პროცესი მოიცავს, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების განცხადებების განხილვასა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობას. მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის მოსარგებლენი და ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა 1.  ქვეპროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი ფიზიკური პირები, რომლებსაც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: ა) პირი, რომლელსაც აქვს, რუსთავის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში აქტიური რეგისტრაცია; ბ) პირი, რომელმაც თავშესაფარი დატოვა განცხადების შემოტანამდე 2 (ორი) თვით ადრე; გ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს ძალადობის მსხვერპლის სტატუსი შესაბამისი ორგანოს მიერ; დ) პირი, რომელიც ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულია ბოლო 2 (ორი) წელი. (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - რუსთავი). 2. თითოეულ პირზე დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად. 3.თითოეულ პირზე დაფინანსების ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს. მუხლი  5🔗. განცხადების მიღების წესი 1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად განმცხადებელი მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი); ბ) ბავშვის დაბადების მოწმობია; გ) ძალადობის მსხვერლპის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ; დ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-სახელმწიფო სერვისები განვითარების სააგენტოდან; ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) ძალადობის მსხვერპლი პირის სახელზე გახსნილი, საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით; ზ) თავშესაფარში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განხორციელების მექანიზმები 1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილება. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ბავშვთა დაცვა-მხარდაჭერისა და ახალგაზრდული განვითარების განყოფილების მულტიდისციპლინური გუნდი იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ. მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. ანგარიშწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.