ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად მოსარგებლესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №278
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.160.016714
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად მოსარგებლესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №278
2021 წლის 25 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად მოსარგებლესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669-ე დადგენილების გათვალისწინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული სასყიდლიანი სარგებლობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ხელშეკრულებების ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და გადასაცემი ობიექტის თავისებურებათა გათვალისწინებით
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ხელშეკრულებების ფორმით განსაზღვრული პირობების გარდა, სხვა დამატებითი სახელშეკრულებო პირობები ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, გასაფორმებელი სარგებლობის ფორმისთვის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების/პირობების შესაბამისად, კერძოდ:
ა) აღნაგობის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-241 მუხლების ნორმები;
ბ) უზუფრუქტის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-246 მუხლების ნორმები;
გ) სერვიტუტის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-253 მუხლების ნორმები;
დ) ქირავნობის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-575 მუხლების ნორმები;
ე) იჯარის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-606 მუხლების ნორმები;
ვ) თხოვების უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-622 მუხლების ნორმები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმები.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე