⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2021
ძალის დაკარგვა 22.12.2021
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016405
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2021 მიღება
22.12.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჩხიკვაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2021 წლის 24 ნოემბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის “ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი, თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივნისის №26 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 30/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016201). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი ჩხიკვაძე დანართი    საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“ განყოფილებებში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს. 2. ეს წესი არ ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ განყოფილებების ტექნიკურ პერსონალზე. 3. კონკურსი არის კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. მუხლი 2🔗. კონკურსის პრინციპები კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა. მუხლი 3🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ   მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კომისიის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად   ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შერჩევისა და მისი თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსის მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციისა და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატის ვაკატური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 4🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. კონკურსს აცხადებს ა(ა)იპ „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. კონკურსის ოფიციალური გამოცხადება ხდება კომისიის მიერ ვებგვერდის www.hr.ge მეშვეობით. დასაშვებია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განთავსდეს შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, გავრცელდეს სოციალური ქსელებით და ბეჭდვითი საშუალებებით. 4. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან. 5. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს; თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას. 6. შესაბამისი გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. მუხლი 5🔗. კონკურსის ჩატარების ფორმები და წესი 1. კონკურსი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განცახდების გადარჩევა; ბ) გასაუბრება. 2. განცხადების გადარჩევა წარმოადგენს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას, კონკურსანტის მიერ შეტანილი დოკუმენტების შეფასებას. 3. კომისია კანდიდატებთან გასაუბრებით იღებს ინფორმაციას კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, ცოდნაზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 4. გასაუბრებაზე გამოცხადებისას კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირის უფლება-მოვალეობანი 1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ვებგვერდის www.hr.ge მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. 2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დამსაქმებლის მიერ განცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. მუხლი 7🔗. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა 1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ა(ა)იპ „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია. 2. კომისიის თავმჯდომარეა ა(ა)იპ  „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ დირექტორი. 3. კომისიის შემადგენლობაში შედიან საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები. 4. პირი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. მუხლი 8🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია, კონკურსის ეტაპის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, ის შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შეფასებასა და კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირევლი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული კომისიისთვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 9🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი 1. კომისია უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. კომისია უფლებამოსილია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა), კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატების ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების შესახებ. 4. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის. 5. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (კერძო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 6. კონკურსის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს თითოეულ კანდიდატს. მუხლი 10🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა. 2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 5. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. 6. კომისია კანდიდატების მიერ ყველა ეტაპის გავლის შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 7. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 8. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. 9. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში. 10. კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მუხლი 11🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსანტს უფლება აქვს კონკურსის შედეგი გაასაჩივროს სასამართლოში. მუხლი 12🔗. საკონკურსო კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში საჩხერის ა(ა)იპ „საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ დირექტორს წარუდგენს ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო  დოკუმენტებს.