⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2023)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2021
ძალის დაკარგვა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-91/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016917
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 213 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2021 მიღება
01.07.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-91/ნ 2021 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით. 2. ემბლემა წარმოადგენს – მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია საქართველოს კონტურული რუკა, ოჯახის და სახლის სტილიზებული შერწყმით მიღებული ფიგურა. 3.  ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოყენების წესები  შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით. 4. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე