“აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე”
მიღების თარიღი 05.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.007
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 16/10/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.10.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Literaturuly-ITV;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV; font-weight:normal; text-decoration:underline;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:Literaturuly-ITV;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:21.3pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:31.2pt 36.85pt 28.4pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.007
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №15
2001 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ნომებრის №660 ბრძანებულების თანახმად ვბრძანებ:
1. დამტკიცცდეს აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 7 სექტემბრის №13 ბრძანება;
3. აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობამ ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს პირადი შემადგენლობის მიერ დებულების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქუთათელაძე
აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულება
I. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კანონით განსაზღვრულ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ბრძანებულებებსა და განკარგულებებს და უშიშროების მინისტრის ბრძანებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, მისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებები.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს სამინისტროს საქმიანობას და ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონი „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, დებულება „სახედრო სამსახურის გავლის შესახებ”, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
6. სამინისტროს დროებითი ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ხვამლის ქ.№4.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: რაიონული და საქალაქო განყოფილებები, ანტიტერორისტული სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები.
II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
8. სამინისტროს საქმინობის სფეროა სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა.
9. აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის დროებით არგავრცელების პირობების გათვალისწინებით სამინისტროს ამოცანებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო, ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურების და ცალკეულ პირთა მხრიდან;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება;
გ) აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების პოლიტიკური გეგმებისა და მიზნების გამოვლენა-გამოაშკარავება;
დ) უცხო ქვეყნების ტერიტორიაზე იმ პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო, სხვა ორგანიზაციების გამოვლენა, რომლებიც მხარს უჭერენ და დახმარებას უწევენ სეპარატისტებს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ძირგამომთხრელ საქმიანობაში;
ე) სეპარატისტების ე.წ. სპეცსამსახურების, მათი ხელშემწყობი და დაქირავებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა;
ვ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში და ამ საქმიანობის კოორდინაცია;
10. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) კონტრსადაზვერვო საქმიანობა უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აფხაზეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
ბ) კანონი დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტო-გადაღება, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმულობის ტექნიკური არხებიდან (ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვა) ინფორმაციის მოპოვება, გარე მეთვალყურეობა, იმ საქმეების მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, რომლებიც კანონმდებლობით მის კომპეტენციას განეკუთვნება, დანაშაულში ეჭვმიტანილ ან დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება;
გ) პროკურატურის, შსს-ს და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ დანაშაულთა პროფილაქტიკა, რომლებიც კანონის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარეა;
ე) სამინისტროს თანამშრომელთათვის ნებართვის მიცემა სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სპეცსაშუალებების შენახვისა და ტარების შესახებ, რომელთა გამოყენება მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად;
ვ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მათ დაცვაზე კონტროლი, მიუხედავად საკუთრების ფორმისა;
ზ) დადგენილი წესით იმ პირთა შემოწმება, რომლებსაც კავშირი აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან;
თ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;
ი) სათანადო უწყებებთან ერთად, შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს საზღვრების აფხაზეთის მონაკვეთზე, ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების, სამინისტროს ქვემდებარე ობიექტების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უშიშროების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გაფრთხილება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს უშიშროებას;
კ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი და მინისტრთა საბჭოს, სხვა დაინტერესებული უწყებების ინფორმირება სახელმწიფო უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;
ლ) საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების უზრუნველყოფა იმ ობიექტური და სრული ინფორმაციით, რომლის მიზანმიმართული გამოყენება ხელს შეუწყობდა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესს;
მ) საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა;
ნ) აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
ო) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა.
III. აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
11. სამინისტროს ხელმძღვანელობს აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქარველოს სახელმწიო უშიშროების მინისტრი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით.
12. მინისტრი:
ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან ანიჭებს თანამშრომელს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებების და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს საქმიანობის ზედამხედველობას. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ვ) განსაზღვრავს სამინისტროს ქვედანაყოფების უფროსთა უფლებამოსილებას;
ზ) საქართველოს კანონის შესაბამისად წარადგენს, წაახალისებს და დისციპლინარულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს;
თ) ანიჭებს სამხედრო წოდებებს უფროს ოფიცრობამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურულ რეორგანიზაციას;
კ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებით უზრუნველყოფს სამინისტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს უწყებრივ აქტებს და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
მ) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით ქმნის სათათბირო ორგანოს - კოლეგიას, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას;
ნ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს.
ო) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
IV. მინისტრის მოადგილეები
13. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.
14. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
15. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებით.
16. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას.
V. აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სტრუქტურა, მათი ამოცანები და კომპეტენცია
17. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) კონტრდაზვერვითი ოპერაციების სამმართველო;
გ) ანტიტერორისტული სამმართველო;
დ) ეკონომიკური უშიშროების სამმართველო;
ე) კადრების განყოფილება;
ვ) საგამოძიებო განყოფილება;
ზ) ადმინისტრაციული სამმართველო
თ) ოპერატიული განყოფილება;
ი) ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება;
კ) ოპერატიული აღრიცხვის ქვეგანყოფილება;
ლ) კავშირგაბმულობის განყოფილება;
მ) სამხედრო კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილება
18. რაიონული (საქალაქო) განყოფილებები:
ა) გაგრის განყოფილება
ბ) ოჩამჩირის განყოფილება
გ) გალის განყოფილება
დ) გულრიფშის განყოფილება
19. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის ინსპექტირება, კონტროლი, ინფორმაციის დაგროვება, განზოგადოება და ანალიზი. სამინისტროს ძირითადი სტრუქტურული ერთეულების ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა სახელმწიფო უშიშორების სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების განსახორციელებლად;
ბ) კონტრდაზვერვითი ოპერაციების სამმართველო ახორციელებს კონტრსადაზვერვო საქმიანობას უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აფხაზეთის ტერიტორიაზე სადაზვერვო და მტრული საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ნარკობიზნესისა და კონტრაბანდის ფაქტების გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
გ) ანტიტერორისტული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ტერორისტული და დივერსიული ხასიათის დანაშაულთა, აგრეთვე რადიაქტიური და მასობრივი განადგურების სხვა საშუალებების უკანონო გამოყენების (გატაცება, შეძენა, დამზადება, შენახვა, რეალიზაცია) გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა. კონსტიტუციური წყობილების დამხობისა თუ ძალადობრივი შეცვლისაკენ მიმართული ძალების წინააღმდეგ ბრძოლას, ეროვნულ, ეთნიკურ ან რელიგიურ საფუძველზე ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას;
დ) ეკონომიკური უშიშროების სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური საყრდენის, სხვადასხვა დარგებისა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა, აგრეთვე კორუფციული ხასიათის დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა;
ე) კადრების განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფეების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) საგამოძიებო განყოფილება ახორციელებს სამინისტროს დაქვემდებარებულ დანაშაულთა გამოძიებას;
ზ) საფინანსო ქვეგანყოფილების ძირითადი ფუნქციაა სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფა;
თ) სამეურნეო განყოფილება უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
ი) ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილებების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ოპერატიული სამსახურების უზრუნველყოფა სპეციალური ღონისძიებათა ჩატარებით;
კ) ოპერატიული აღრიცხვის ქვეგანყოფილება აწარმოებს სპეციალური კონტინგენტისა და საარქივო მასალების ოპერატიულ აღრიცხვას;
ლ) კავშირგაბმულობის განყოფილება უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო “მაღალი სიხშირისა” და რადიო-სატელეფონო კავშირებით;
მ) სამხედრო-სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს თანამშრომელთათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.
ნ) სამხედრო კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილება სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს კონტრსადაზვერვო საქმიანობას აფხაზეთის ა.რ. კომისარიატში, აფხაზეთის ა.რ. სტრუქტურებს დაქვემდებარებულ საჯარისო ნაწილებში.
20. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფთა დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მათ დებულებას ამტკიცებს აფხაზეთის ა.რ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
21. სამინისტროს საიდუმლო ნორმატიული აქტები კანომდებლობით დადგენილი სათანადო წესით შეაქვთ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში.