ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.11.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №285
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016733
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქავთარაძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.02.2018
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №285
2021 წლის 25 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 თებერვლის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08.02.2018წ, 010250020.35.160.016459).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს რუსთავის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, რეკლამის, აბრის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა სამართალდარღვევებზე ინსპექტირებას და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.
2. მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის დებულებების, ამ დებულების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. მუნიციპალური ინსპექცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წინაშე.
6. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს რუსთავის მერი ან/და რუსთავის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
7. მუნიციპალურ ინსპექციას აქვს ბლანკი, ბეჭედი მუნიციპალური ინსპექციის სახელწოდების აღნიშვნით. აგრეთვე, ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები. ბეჭდით სარგებლობის ფარგლები განსაზღვრულია საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული შესაბამისი წესით.
8. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო 3700, ქალაქი რუსთავი, ფიროსმანის ქ. №17.
თავი II
მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურა, ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
მუხლი 2🔗. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები
1. მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება და შესაბამისი საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი;
გ) ქალაქის იერსახის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე ზედამხედველობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება;
დ) რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;
ე) პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა.
ზ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება.
თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების განხორციელება, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების შედგენა.
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გადასახადის ამოღების ადმინისტრირება და მათ მიერ დაგვიანებით გადახდაზე ან/და გადაუხდელობაზე კონტროლი.
კ) ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ლ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, რუსთავის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 3🔗. მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ფუნქციები:
1. მუნიციპალური ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ადმინისტრაციული ზედამხდველობის განყოფილება;
ბ) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განყოფილება;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება.
2. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხების გამოვლენას და ზედამხედველობას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, დადგენილებების, ბრძანებების, განკარგულებების, ინსტრუქციების და წესების შესრულებას;
ბ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა, სარეკლამო ატრიბუტიკის უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;
გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის საქმისწარმოებასა და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას;
დ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად, მხოლოდ უნებართვო მშენებლობის და I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიებების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის/რეკონსტრუქციის ან/და უნებართვო დემონტაჟის შეჩერებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ შესაბამისად I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვას (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა);
ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირება დიპარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 , 1191 , 1461 , 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 150-ე, 1501, 152-ე, 1522, 1534, 1561, 159-ე, 1591 მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გატარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;
თ) განყოფილების კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებების განხილვას და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ზედამხედველობის განხორციელებას მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მის საზედამხედველო ობიექტებზე დაუბრკოლებლად შესვლას შენობა-ნაგებობების მშენებლობის პროცესში სამშენებლო ნორმების დაცვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შემოწმების მიზნით; მშენებლობისთვის პასუხისმგებელი ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნას, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების;
გ) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მათ შორის: მშენებლობის მონაწილეებზე მითითებების გაცემას და გონივრული ვადების განსაზღვრას, როგორც სამშენებლო ნორმების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე და შესაბამისი კონტროლის დაწესებას მათ ხარისხიან შესრულებაზე;
დ) მშენებლობის ობიექტზე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;
ე) დადგენილი წესით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას, დარღვევით მიმდინარე მშენებლობის მთლიან ან ნაწილობრივ შეჩერებას, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ დემონტაჟს;
ვ) სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმებას.
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალური ინსპექციისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;
თ) ქალაქის მერისა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმღვანელის დავალებების შესრულებასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას.
4. ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრულ აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის წარმოებას, სისტემურ განახლებას და მოსაკრებლის გადახდის კონტროლს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლის სატარიფო სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავებას, მის ეტაპობრივ დანერგვაში მონაწილეობას და ხელმძღვანელთან შესაბამისი წინადადებების წარდგენას.
გ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების სრული აღრიცხვისთვის მათ რეგისტრაციას;
დ) დასუფთავების მოსაკრებელს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტების და დოკუმენტაციის შედგენას;
ე)ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ვ)საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
თავი III
მუნიციპალური ინსპექციის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 4🔗. მუნიციპალური ინსპექციის მართვა
1. მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას წარმართავს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
2. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობას; ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას.
ბ) პასუხს აგებს მუნიციპალური ინსპექციისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და ქალაქის მერს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს;
დ) განსაზღვრავს მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს მუნიციპალური ინსპექციის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ე) მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს, რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
ვ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალური ინსპექციის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს მუნიციპალური ინსპექციის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე (მათ შორის: ბრძანებებზე, დადგენილებებზე, მითითებებსა და სხვა სამართლებრივ აქტებზე);
თ) მერს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს;
ი) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა კორესპონდენციის საფუძველზე;
კ) პასუხისმგებელია მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ლ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად ახორციელებს მუნიციპალურ ინსპექციაში დაცული დოკუმენტაციის ასლების დამოწმებას;
მ) მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანომდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
4. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს მერიის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
5. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
6. მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
7. მუნიციპალური ინსპექციის განყოფილების ხელმძღვანელ(ებ)ი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ მუნიციპალური ინსპექციის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ) ამზადებს და მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას; მათზე დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ვ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;
ზ) ხელსაწერს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
8. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასრულებს ერთ-ერთი საჯარო მოხელე.
თავი IV
მუნიციპალური ინსპქციის უფლებები და ვალდებულებები
მუხლი 5🔗. მუნიციპალური ინსპქციის უფლებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაუბრკოლებლად განახორციელოს კონტროლი სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაცვასა და შესრულებაზე. შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან.
ბ) გასცეს მითითება, განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ვადები და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე.
გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;
დ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გაზომვების, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუალებები. ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით, ლოგოთი და ავტოსატრანსპორტო საშუალებით;
ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის ნებისმიერ დროს განახორციელოს ინსპექტირება.
ვ) სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღოს და დაამუშაოს მონაცემეთა ბაზა შესაბამის დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობით.
ზ) მუნიციპალური ინსპექციის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
მუხლი 6🔗. მუნიციპალური ინსპქციის ვალდებულებები
1. კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;
2. მოახდინოს სწრაფი და დროული რეაგირება სამსახურის უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების გამოვლენას/აღმოფხვრაზე და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
3. აწარმოოს კონტროლი ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, სამშენებლო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
4. გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს;
5. კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულებების;
6. განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი V
მუნიციპალური ინსპექციის ქონება და დაფინანსების წყარო
მუხლი 7🔗. მუნიციპალური ინსპექციის ქონება და დაფინანსების წყარო
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 8🔗. დებულების ამოქმედება და ცვლილების შეტანა
1. ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.
4. მუნიციპალური ინსპექციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.