ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სტუდენტთა სწავლის დაფინანსების” (კოდი 04 05) შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №293 |
|
2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი |
ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სტუდენტი – ამ პროგრამის მიზნებისთვის პირი, რომელიც ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე.“.
ბ) მე-3 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული და ქალაქ რუსთავში მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული და მცხოვრები ბაკალავრიატის სტუდენტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას ბაკალავრიატის სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად:
ა) 81 ქულიდან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით; ბ) 90 ქულიდან 95 ქულამდე არაუმეტეს 1000 ლარით;
გ) 95 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით.“.
ბ.ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებული და მცხოვრები მაგისტრანტების (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), დაფინანსებას მაგისტანტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“.
ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2005-იდან 2021 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ბაკალავრიატის საფეხურზე და სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური. გამონაკლისი სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“.
ბ.დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მოსარგებლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2020-იდან 2021 წლებში ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტი. გამონაკლისი მაგისტრანტის სტატუსთან დაკავშირებით შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დახმარების მიღების მსურველს, მაგისტრანტის სტატუსი შეუჩერდა/შეუწყდა პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო წლების სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.“.
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქვეპროგრამის განხორციელებისას დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) უნდა გადამოწმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან.“.
|