„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/06
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.088.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/06

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-7 პუნქტები:
„4. არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები, სამინისტროს თანხმობით, განსაზღვრავენ მომდევნო საბიუჯეტო წლისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრულ ოდენობას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის სამინისტროში თანხმობის მისაღებად წარდგენამდე, მომდევნო საბიუჯეტო წლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დირექტორატი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრისთვის, დირექტორატის წინაშე საკითხის ინიცირებას ახორციელებენ  მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი შესაბამისი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, მუზეუმთა გაერთიანება ან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები სამინისტროს მიმართავენ არაუგვიანეს ყოველი წლის 5 დეკემბრისა.
მუხლი 2
ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალმა მუზეუმებმა/მუზეუმთა ჯგუფებმა უზრუნველყონ, 2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრისთვის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2021.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/06. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016006.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/06, 29.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5291318/