„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№553
სარეგისტრაციო კოდი
190020030.10.003.023109
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №553

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/08/2021, 190020030.10.003.022943) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“:

1. პირველი მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარტოხელა მშობელი:  

გ.ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქე (პირი) ან/და;

გ.ბ) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი/აყვანილი შვილ(ებ)ი;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ბინა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ინდივიდუალური საკუთრება – ბინა და ბინასთან დაკავშირებული არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, რომელსაც მიენიჭება/მინიჭებული აქვს ერთი საკადასტრო კოდი. აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება, გადაკეთდეს, მოსცილდეს ან/და დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე მესაკუთრის უფლება.“.

2. მე-2 მუხლში:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში არსებულ სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები, ფარეხები და ა. შ.) მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება პროგრამა, თუ ისინი განთავსებულია იმავე საცხოვრებელ სახლში/კომპლექსში, სადაც ამ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხით შესაძენი ბინა და შეძენილი იქნება საცხოვრებელ ბინასთან ერთად.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პროგრამით სარგებლობისას მშობელი (როგორც პროგრამით მოსარგებლე, ასევე ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირებული მეორე მშობელი) ერთი და იმავე ბავშვ(ებ)ით მხოლოდ ერთხელ სარგებლობს პროგრამით.“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს იმ მსესხებელს, რომელიც არის საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №387 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის –„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ბენეფიციარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2021.
როდის იქნა მიღებული „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №553. სარეგისტრაციო კოდი — 190020030.10.003.023109.
რამდენი მუხლისგან შედგება „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აგვისტოს №388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №553, 29.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.023109 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5293287/