„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№554
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.023110
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №554

2021 წლის 29 ნოემბერი

 ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ამ წესით განსაზღვრული სტატუსის მიუხედავად), რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდება მოგზაურობის ისტორია „ვ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნებიდან, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში, საკუთარი ხარჯით, გარდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით განსაზღვრული გამონაკლისებისა;

ვ.ა) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნტში განსაზღვრულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანის რესპუბლიკა, ზიმბაბვეს რესპუბლიკა, ნამიბიის რესპუბლიკა, ლესოთოს სამეფო,  ესვატინი, მოზამბიკის რესპუბლიკა, მალავის რესპუბლიკა;

ვ.ბ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები ექვემდებარებიან კარანტინს საკარანტინე სივრცეში 14 დღის განმავლობაში, ხოლო მისი დასრულების შემდეგ – ტესტირებას პჯრ მეთოდით (PCR კვლევას);

ვ.გ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქეების ტესტირების  კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 28 ნოემბრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.11.2021.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №554. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.023110.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №554, 29.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023110 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5293945/