სს „სარაჯიშვილის“ აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „სარაჯიშვილის" აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
სს „სარაჯიშვილი“ იწვევს თავის აქციონერებს რიგგარეშე საერთო კრებაზე 2021 წლის 24 დეკემბერს 14 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი,სარაჯიშვილის გამზირი, 4.
აქციონერთა კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში მონაწილეობის უფლება სს“ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში“, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, ი.მოსაშვილის ქ.№11, მე-7 სართული, ტელ: 2225351,შესვენება 14 დან 15 საათამდე.
დღის წესრიგი:
1. სს „სარაჯიშვილის“ ახალი წესდების განხილვა-დამტკიცების შესახებ
(მომხ. ე. ბუბუტეიშვილი)
2. სს „სარაჯიშვილის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ ( მომხ. ზ. ბუბუტეიშვილი)
3. სს „სარაჯიშვილის“დირექტორების უფლებამოსილების შესახებ
(მომხ. თ ჯაფარიძე)
4. სხვადასხვა.
დეტალური ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე აქციონერებს შეუძლიათ მიიღონ საზოგადოების დირექციაში ან ტელეფონზე 577 777724, კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე, 10:00-დან 17:00 საათამდე.
სს „ სარაჯიშვილის“ სამეთვალყურეო საბჭო