„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №77 |
|
2021 წლის 30 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016388) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) ,,ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ეროვნული დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება/მხარდაჭერა;“; ბ) ,,ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება/მხარდაჭერა;“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით. დირექტორის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობას ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.“. 3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე არის სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ამავდროულად არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი.“. 4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეს დადგენილი წესით წარადგენს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით;“. 5. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური; დ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ახორციელებს: ა) სკოლის საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და ბუღალტრული საქმიანობის წარმართვას; ბ) სკოლის საბიუჯეტო სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების დაგეგმვას; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფას; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას და განხორციელებას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვას და ინვენტარიზაციას; ვ) სკოლის სტრუქტურების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ზ) კომპიუტერული ქსელის სისტემების მართვის უზრუნველყოფას; თ) სკოლის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; კ) ადამიანური რესურსების მართვასა და ადმინისტრირებას; ლ) სკოლის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას.“. 6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები: „8. თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი შედგება შემდეგი ერთეულებისგან: ა) ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულება; ბ) სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის მიმართულება; გ) თეატრის სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვის მიმართულება. 9. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულება ახორციელებს: ა) სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების თაობაზე სასწავლო-საგანმანათლებლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას; ბ) თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას; გ) სკოლის სხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, სიმულაციური სცენარების და სხვა სწავლების მეთოდების განხორციელებაში მხარდაჭერას; დ) ანალიტიკურ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას; ე) გამოცდილების გაზიარების მიზნით ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას. 10. სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის მიმართულება ახორციელებს: ა) სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის საკითხების თაობაზე სასწავლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას; ბ) თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას; გ) სკოლის სხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, სიმულაციური სცენარებისა და სხვა სწავლების მეთოდების განხორციელებაში მხარდაჭერას; დ) ანალიტიკურ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას; ე) გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას. 11. თეატრის სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვის მიმართულება ახორციელებს: ა) სტრატეგიული/უმაღლესი დონის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში თეატრის სტრატეგიების, კამპანიების და სამხედრო მოქმედებათა საკითხების თაობაზე სასწავლო კურსების/მოდულების მომზადებას და მათი აღსრულების მხარდაჭერას; ბ) თემატურ საკითხებში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმებისა და სილაბუსების შედგენის, განახლების, დახვეწისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას; გ) სკოლის სხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების, სიმულაციური სცენარების და სხვა სწავლების მეთოდების განხორციელებაში მხარდაჭერას; დ) ანალიტიკურ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას; ე) გამოცდილების გაზიარების მიზნით ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებთან და ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ წესდებითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას.“. 7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სკოლის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს: ა) თანამდებობრივ სარგოს; ბ) წოდებრივ სარგოს; გ) ფულად ჯილდოს; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს და კომპენსაციებს.“. 8. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. დირექტორის მოადგილეს – თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსს, დირექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 4. სკოლაში დასაქმებული სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
|
|